მთავარისიახლეებიპოლიტიკა“ეტყობოდა, რომ სპეცდანიშნულების მომზადება აქვს გავლილი და სპეციფიკური იარაღის ხმარებაც იცის”

“ეტყობოდა, რომ სპეცდანიშნულების მომზადება აქვს გავლილი და სპეციფიკური იარაღის ხმარებაც იცის”

Published on

“როგორც სამხედრო ექსპერტმა შემიძლია გითხრათ, ეტყობა, რომ თავდამსხმელი იარაღს კარგად ფლობს და ჩანს, რომ მას საბრძოლო მოქმედებების ბოლოდროინდელი გამოცდილებაც გააჩნია, მე რომ მომცე იარაღი და გამიშვა, ასეთი თავდაჯერებული ვერ ვიქნები”, – ასე აფასებს “რეზონანსთან” ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით , სადაც გუშინ ბოლო თავდამსხმელმა 3 მძევალის გარდა ყველა გაათავისუფლა და ტერიტორია ავტომობილით დატოვა. – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში,სათაურით როგორ განვითარდა მოვლენები ზუგდიდში.

“სიტუაცია საკმაოდ მძაფრია იმიტომ, რომ უკვე პოლიტიკურ პარტიებს შორის შეტაკებები გამოიწვია, მეორე მომენტი ისაა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კონფლიქტის ზონაა, რამდენიმე მეტრში ოკუპანტები დგანან, მათი ოპერატიული სპეცსამსახურები საკმაოდ ინტენსიურად აკვირდებიან და არაა გამორიცხული, რომ თავდამსხმელმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა მოინდომოს. მთავარი ისაა, რომ თავდამსხმელი საკმაოდ კარგადაა შეიარაღებული, როგორც სამხედრო ექსპერტს შემიძლია გითხრათ, ეტყობა, რომ იარაღს კარგად ფლობს და ჩანს, რომ მას საბრძოლო მოქმედებების ბოლოდროინდელი გამოცდილებაც გააჩნია, მე რომ მომცე იარაღი და გამიშვა, ასეთი თავდაჯერებული ვერ ვიქნები. ჩანს, რომ უნარები საკმაოდ მაღალი აქვს, ეტყობა, რომ ყუმბარის ტყორცნა საკმაოდ კარგად იცის”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ასევე ეტყობა, რომ სპეცდანიშნულების მომზადება კარგად აქვს გავლილი, მან სპეციფიკური იარაღის ხმარებაც იცის, ანუ ავტომატური იარაღი ქვემოთ აქვს მიბმული, კარგი ფსიქოლოგიური მომზადება აქვს გავლილი, მას სამხედრო ფორმა და სპეციალური სამხედრო ჟილეტი აცვია, რომელიც რამდენიმე მჭიდის, საბრძოლო ხელყუმბარის ჩასადებია და რომელსაც ტყვიაგაუმტარი ჟილეტის სახითაც იყენებენ. მას ბალაკლავა სწორად აცვია, როგორც ჩანს ადამიანს სპეცმომზადება აქვს გავლილი, აბსოლუტურად ყველაფერი აქვს გავლილი, მე ასეთი აზრი მრჩება, რომ ეს უბრალო სამხედრო მოსამსახურე არაა. გამოსავალი რაშია არ ვიცი, ესეც გასარკვევია ეს ადამიანი მარტოა თუ არა. თუ მასთან სხვა ადამიანიცაა, რომელიც მასკირებას კარგად აკეთებს, ეს პოზიციას კიდევ უფრო უძლიერებს, შესაძლოა ერთი პერიმეტრს აკვირდებოდეს და მეორე მძევლებთან იყოს, როგორც ჩანს ალბათ მისი გეგმა ასეთია, რომ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გაიჭრას, ან ტყის მასივში მოხვდეს და გაუჩინარდეს. გამოსავალი იმაშია, რომ ეხლა ბურთი და მოედანი ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების მოედანზეა”, – დასძენს მაისაია.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...