მთავარიUncategorizedდაკითხვისას იმის გარკვევას ცდილობდნენ, რამდენად შეიძლებოდა ეს ყველაფერი პოლიტიკური ანგაჟირებიდან გამომდინარე...

დაკითხვისას იმის გარკვევას ცდილობდნენ, რამდენად შეიძლებოდა ეს ყველაფერი პოლიტიკური ანგაჟირებიდან გამომდინარე ყოფილიყო – ამბობს ყოფილი მძევალი ირაკლი კვარაცხელია

Published on

ირაკლი კვარაცხელიას, რომელიც ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმის დროს ადგილზე იმყოფებოდა და რომლის საშუალებითაც, შეიარაღებული თავდამსხმელი “მთავარ არხთან” კონტაქტზე გამოვიდა, ზუგდიდის რაიონულ პოლიციაში მთელი ღამე კითხავდნენ სხვა გათავისუფლებულ მძევლებთან ერთად .

დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა სამართალდამცველებს მისგან აინტერესებდათ, რა მინდოდა, რისთვის მივედი ბანკში, ჩემი აზრით, იმის გარკვევას ცდილობდნენ, რამდენად შეიძლებოდა ყოფილიყო პოლიტიკური ანგაჟირებიდან გამომდინარე ეს ყველაფერი – ამბობს ირაკლი კვარაცხელია. – დიახ, მე ნაციონალური მოძრაობის წევრი ვარ და არ მესმის ზოგოერთისა, რომელთაც ეს ხელზედაიხვიეს – რა გამოდის, რადგან ნაციონალი ვარ, ქუჩაში, ბანკში არ უნდა ვიარო?

მან ასეე დეტალურად ისაუბრა 7 საათიანი მძევლობის პერიოდზე

კვარაცხელია ამბობს, რომ თავდამსხმელი პირველ ეტაპზე აგრესიული იყო და რამდენჯერმე გაისროლა კიდეც.

,,თავიდან იყო ძალიან აგრესიული, მაგრამ მძევლად ვინც იყო ყველამ ერთად მოახერხა ის, რომ კომუნიკაბელური გახდა. წაიყვანა ბიჭები, ორმა თვითონ გამოთქვა სურვილი, მესამე თვითონ დაასახელა. ნიღბის გარეშე არ ყოფილა არც ერთი წუთი… ხმას თუ გავიგონებ, შეიძლება მივამსგავსო…
სამართალდამცავებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სხვა მძევლის დახმარებით. ჰქონდა ტელეფონი ხმამაღლა ჩართული და ეუბნებოდა, რა პასუხი უნდა გაეცა. იყო შემთხვევები, როცა თავადაც ერთვებოდა საუბარში. 

რადგან მე დავალებული მქონდა მედიასთან დარეკვა, ვნახე რომ სრულიად კატასტროფული და ამორალური კამპანია წამოიწყო გარკვეულმა ჯგუფებმა – ამბობს ირაკლი კვარაცხელია. 

მისივე თქმით, ბანკიდან გამოსვლის წინ, შეიარაღებულმა პირმა თავად აარჩია ერთი პირი, რომელიც მასთან ერთად უნდა წასულიყო, ხოლო ორმა მძევალმა საკუთარი ნებით მიიღო ეს გადაწყვეტილება.

სიახლეები

სოხუმში ე.წ. კანონიერი ქურდი “პიზა” და მისი თანმხლები 4 პირი დაჭრეს – დეტალები [video]

ნაშუადღევს სროლის ხმა ისმოდა ოკუპირებულ სოხუმში, გუმის ქუჩაზე. უცნობი პირები სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღიდან...

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქული სატვირთო ბორტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს. უწყების ცნობით, თვითმფრინავი...

პროკურატურა ითხოვს მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნონ

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაკავებული ჟურნალისტის საქმეზე პროკურატურის წარმომადგენელი ითხოვს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება...

უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი იერიში მიიტანა

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11 ნოემბერს სარაკეტო იერიში მიიტანეს სარატოვის ოლქში...