მთავარისიახლეებიპოლიტიკაარის თუ არა გმირი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა? - რას წერენ...

არის თუ არა გმირი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა? – რას წერენ ამის შესახებ სოციალურ ქსელებში

Published on

ვისთვის – გმირი, ვისთვის სამხარეო პოლიციის უფროსი, რომელმაც ვერ შეასრულა მოვალეობა და ზუგდიდში ბანკზე თავდასხმისა და სხვა კრიმინალური ქმედებების პრევენციის ზომები ვერ მიიღო – სოციალურ ქსელებში სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ავთანდილ გალდავას გუშინდელი ქმედებების განსხვავებულ შეფასებებს ახდენენ.

,,გმირი პოლიციელი, რომელიც ჩაენაცვლა მძევლებს”

,,გაოცებული ვარ ავთანდილ გალდავას ვაჟკაცობით,გმირობით… ამ ინცინდენტმა გამაცნო ეს საოცარი ადამიანი.ბრავო.” – წერს ფეისბუქმომხმარებელთა ერთი ნაწილი

მეორენი სვამენ კითხვებს:

,,ნეტა ყველა გაფართხალებაზე ადამიანებს გმირებს არ ეძახდეთ ვინმეს.
გმირი და მხსნელი რომ უწოდოთ, ფაქტების საფუძვლიანი ანალიზია საჭირო.
მახსოვს 2 დღეში იმნაძე-ცერცვაძე-გამყრელიძეზე ერთხმად გაფეტიშებული საზოგადოება. შემდეგ, იგივე საზოგადოების დიდი ნაწილის იმედგაცრუება.
დაველოდოთ მოვლენებს და დროდადრო შევაფასოთ სამხარეო პოლიციის უფროსის ტაქტიკური პროფესიული მოქმედების ხარისხი.
რატომ არის გმირი?თავდამსხმელი აიძულა, რომ გეგმები შეეცვალა?რამე ისეთზე დაითანხმა, რაც თავდამსხმელს არ ჰქონდა გათვლილი?რამე კუნგფუ ჩაუტარა და განიარაღება სცადა?მძევალი იყო დაჭრილი და ისეთი პირველადი დახმარება გაუწია, რამაც სიცოცხლე შეუნარჩუნა?

და საერთოდ, ატარებდა თუ არა საპრევენციო პოლიტიკას, სამხარეო პოლიციის უფროსი მის რეგიონში, რომ კბილებამდე შეიარაღებული ადამიანების ასეთი მოქმედება დროულად აღეკვეთა?

ბევრი ბევრი კითხვაა იმის შესახებ, თუ რატომ არის გმირი!

პ. ს. არ ვამბობ, რომ არ არის, მაგრამ მართლა ამდენი გმირების ქვეყანა რომ ვართ და დასაწყისში კიდევ გვეშლება გმირების ამოცნობა უხერხულია.თუ არ შეგიძლიათ ჩუ…და საერთოდ, საქართველო ხომ ომამდე ტანკისტების ქვეყანაა…” – წერს ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...