მთავარისიახლეებისამართალი,,არავითარი კირცხის ტყე, მოგონილი ლოკაციაა, არც დავით ხვაბლიანია მძევალი, ის მძარცველის თანამზრახველია,...

,,არავითარი კირცხის ტყე, მოგონილი ლოკაციაა, არც დავით ხვაბლიანია მძევალი, ის მძარცველის თანამზრახველია, ამ აქტის ,,ტვინი” – ნიკა გვარამია

Published on

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი facebook-ზე ზუგდიდის ბანკში გადაღებულ მორიგ ვიდეოს ავრცელებს და წერს:ახლა კარგად დააკვირდით ხვიბლიანის გადაადგილებას ამ ვიდეოში და მარტივად მიხვდებით, რომ არავითარი მძევალი ის არაა: ფორმალურად აქვს ხელები აწეული, გადაადგილდება საკუთარი მიხედულებით (და არა მკახრად მითითებული მარშრუტით, როგორც სხვა მძევლები), ზოგჯერ ასწრებს კიდევაც ტერორისტს, რაც გამორიცხულია. 
და მთავარი: დააკვირდით ვიდეოს ბოლო ათ წამს – ფარულად ამყარებს კომუნიკაციას ტერორისტთან.
PS ხვიბლიანიც ჩამოვიდა მანქანიდან პოლიციის უფროსთან ერთად და აწვება ლეგენდას, რომ ისიც მძევალი იყო. პოლიციაშია და იკითხება, დიახ, მაგრამ არა როგორც მძევალი, არამედ როგორც ტერორისტოს თანამონაწილე. მეტიც, ამ ოპერაციის დამგეგმავი ტვინია ხვიბლიანი ამ ვიდეოშიც მოქმედების ინსტრუქციებს აძლევს გამტაცებელს. მერე “საკუთარი ნებით და კეთილი განზრახვით” თვითონ უჯდება გამტაცებელს მანქამაში, ვითომ სხვა მძევლებს გადაეფარა. ამასობაში, საჯარისო ნაწილიდან, სადაც მსახურობს, არალეგალურად, უნებართვოდაა გამოპარული. რატომ? სენაკიდან ზუგდიდში რომ საქბანკში ჩასულიყო? – წერს ნიკა გვარამია

უფრო ადრე ნიკა გვარამიამ დადო პოსტი, რომელშიც ნათქვამია: იყვნენ სამნი. აქედან ორნი ფეიკ მძევალი, სინამდვილეში მძევლად აყვანის თანამონაწილე, ასევე შეიარაღებული. ერთერთის სახელი დავით ხვიბლიანი (პოლიციის უფროსის მძევლად აყვანის დროს, კადრში ხედავთ შავი კეპით და პირბადით). მძევლები კი არა, სწორედ ეს ფეიკ მძევლები გაიყოლა. წაღებულია 4 მილიონი დოლარი და არა ნახევარი მილიონი. არავითარი კირცხის ტყე, მოგონილი ლოკაციაა, საქართველო დატოვეს მარშრუტით წალენიხა-ჩხოროწყუ-ლებარდე-ტობავარჩხილი-სვანეთი-აფხაზეთი. სავარაუდოდ, იქ ბაჩო არღვლიანი ხვდებათ, ფულს უყოფენ და ის მისცემს გარანტიებს, ყალბ პასპორტებს და უზრუნველყოფს გადაყვანას რუსეთში.

სიახლეები

ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს, რუსული იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებისთვის

ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს, რათა დაეხმაროს რუსული იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებაში - ინფორმაციას Financial...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა - დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მიზნობრივი სანქციები...

ტრამპს აღარ სჯერა ბრძოლის ველზე რუსეთის გამარჯვების

ტრამპს აღარ სჯერა ბრძოლის ველზე რუსეთის გამარჯვების | ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და...

პარტია იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს – მიხეილ სააკაშვილი

"რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებებს - ისინი იქნებიან ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია...