მთავარისიახლეებიპოლიტიკაარაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელმა თან წაყვანილი მძევლები სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა

არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელმა თან წაყვანილი მძევლები სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა

Published on

არაოფიციალური ინფორმაციით, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა თანწაყვანილი მძევლები ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

თავად მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებათ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ განაცხადა, რომ ისიც და მძევლებიც კარგად არიან.  პირველი არხის ინფორმაციით ამის შესახებ მან ჟურნალისტებს წალენჯიხის პოლიციის შენობასთან განუცხადა, სადაც მძევლების გამოკითხვა მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ამ დრომდე არ გაუვრცელებია კონრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იმყოფება ამჟამად მძარცველი და სად და როგორ მოხდა მის მიერ თანწაყვანილი მძევლების გათავისუფლება

.

სიახლეები

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...

ამოღებულია „მეთადონი“ და 149 შეკვრა „მარიხუანა“ – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...