მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში COVID-19-ის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 20 000-ს გადააჭარბა

საქართველოში COVID-19-ის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 20 000-ს გადააჭარბა

Published on

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ, 26 თებერვლიდან დღემდე, 20 000-ს გადააჭარბა და Stopocov.ge-ს ბოლო მონაცემების მიხედვით, ეს რიცხვი 21 208-ს აღწევს.

21 208 ინფიცირებულიდან, გარდაიცვალა 172 პაციენტი, 9 003 კი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების თითქმის ყოველდღიური რეკორდული მატება სექტემბერში დაიწყო – თუ 1 სექტემბერს საქართველოში კოვიდშემთხვევების საერთო რაოდენობა 1 510 იყო, 30 სექტემბერს მონაცემი 6 192-მდე გაიზარდა.

საქართველოსთვის კიდევ უფრო მძიმე ეპიდემიოლოგიური თვე ოქტომბერი აღმოჩნდა. საერთო შემთხვევების რაოდენობა 1 ოქტომბრიდან დღეის, 21 ოქტომბრის ჩათვლით, 6 640-დან 21 208-მდე გაიზარდა.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...