მთავარისიახლეებიპოლიტიკაჟურნალისტების უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს- აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

ჟურნალისტების უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს- აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

Published on

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, იხსენებს რა ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს, ის წინასაარჩევნოდ მედიის უსაფრთოხების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ “ჟურნალისტები ყველა დემოკრატიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ”. 

„ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. საზოგადოების ინფორმირებით ჟურნალისტები ყველა დემოკრატიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, ხშირად მივიღეთ ინფორმაცია ქართველ ჟურნალისტებზე მუქარისა თუ თავდასხმის შესახებ. პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა დემოკრატიის საფუძველია და საარჩევნო პროცესისთვის ის აუცილებელია. მედია ინფორმაციას აწვდის ქართველ ხალხს კანდიდატების, პარტიებისა და მნიშვნელოვან საკითხებზე მათი შეხედულებების შესახებ”, – ამბობს ელჩი. 

შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს მარნეულში “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ჯეიჰუნ მუჰამედალის დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...