,,საქართველო ახლა არის გაქრობის საფრთხის წინაშე, მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ საქართველო არის გამოღვიძებული როგორც არასდროს” მიხეილ სააკაშვილი

0
340

დღეს საჩხერეში ენმ- ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი კანდიდატის გიორგი კაპანაძის წარდგენა გაიმართა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ენმ-ის ლიდერები, თავად მაჟოროტარობის კანდიდატი, რომელთაც ისაუბრეს მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე ქვეყნის ცხოვრებაში, უახლოესი მომავლისათვის დასახულ ამოცანებზე და განვითარების პერსპექტივების ხედვაზე, მათ მოუწოდეს ამორჩეველს აიაქტიურონ და გაბედულად და ღირსეულად აღასრულონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი.

  გიორგი კაპანაძის წარდგენას ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ ქალაქში, ონლაინ ჩაერთო და მხარდამჭერებს მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა:“ყველაზე დიდი სიურპრიზი, რაც მზადდება ივანიშვილისთვის და საქართველოს მტრებისთვის, არის გიორგის გამარჯვება”- მიმართა მან ამომრჩევლებს

პრემიერმინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ხელისუფლება რამდენადაც არ უნდა შეეცადოს ის,  არჩევნებში ვეღარ გაიმარჯვებს.“როგორი ხრიკებიც არ უნდა ჩაატარონ, რა ამბებიც არ უნდა მოგვიმზადონ, როგორი გაყალბებისთვისაც არ უნდა ემზადოს ივანიშვილი, ყველაფერს აქვს თავის დასაწყისი და თავის დასასრული. ამ დიდ ტყუილს, ილუზიასა, დაცინვას, ჩვენი ამაყი ერის, ამ ყველაფერს მოეღება ბოლო. საქართველო იმსახურებს ბევრად უკეთეს მომავალს, საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ”, –  ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მესამე პრეზიდენტმა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და იმ ადამიანებზე ისაუბრა, ვისაც სიდუხჭირის გამო ქვეყნიდან წასვლა უწევს.”

არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ხალხს მასიურად აღარ მოუწევს სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლა ,,საქართველოს აღარ დატოვებს რამდენიმე მილიონი ადამიანი, როგორც ეს უნდა ივანიშვილს. ქვეყანას “ერთი ადამიანი დატოვებს -სპეციალურად გავხსნით ჭორვილაში ერთდღიან საერთაშორისო აეროპორტს და ცალმხრივი რეისით ჭორვილა- მოსკოვი ჩაბარდეს თავის პატრონს გაზპრომში” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

ჩემი ამოცანაა, რომ ჩვენ შეგვეძლოს ჩვენს შვილებს მივცეთ მართლაც საუკეთესო განათლება, არამარტო ივანიშვილის შვილს, არამარტო ამ მთავრობის წევრების შვილებს. ისინი მარტო თავიანთ შვილებს აძლევენ განათლებას, ისინი ევროპაში დადიან საშოპინგოდ და თქვენ გაგზავნიან ევროპაში დღე და ღამე ძალიან დაბალ შემოსავალზე საშრომელად. 

ჩვენ ვიშრომებთ და შემოსავალი გვექნება ჩვენს ქვეყანაში და თუ შოპინგზე სიარულია, ყველა ვივლით და არა კალაძე, მისი ცოლი და… არავის არ მინდა პიროვნული შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ თქვენ რითი ხართ ნაკლები, თქვენ რატო უნდა იყოთ დაჩაგრულები, ნუთუ თითოეულმა თქვენგანმა თქვენი ნიჭით და შრომით არ დაიმსახურა იგივე?!

მიმართვისას მან პანდემიაზე და იმ მძიმე ეპიდვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ახლა საქართველოშია. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ “ოცნების” ხელისუფლებამ გაფლანგა დრო, ფული და ყველა ის რესურსი, რომელიც ვირუსთან საბრძოლველად უნდა გამოეყენებინა.“მათ ტყუილებს აქვს კონკრეტული ადამიანური ფასი, ყოველდღე პანტა- პუნტით გვეხოცება ხალხი ახალი ვირუსისგან, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ივნისში გამოაცხადეს მეორე ტალღა და იგივე კაცი, რომელიც თავს ადარებდა მუშკეტერს, დღეს ამბობს, რომ მეორე კი არა, მხოლოდ პირველი ტალღა იწყება. იმის მაგივრად რომ მომზადებულიყვნენ მთელი ფული, რომელიც მიიღეს, შეჭამეს. მთელი ეს ფული დახარჯა გახარიამ, ივანიშვლის ძმამ ადიკომ, თავის სასტუმროებზე, თავის ნათესავებზე.თალაკვაძის ძმა დანიშნეს სასწრაფოების უფროსად და იმის მერე სასწრაფო თურმე 4 საათი აღარ მოდის და მერე რა მოხდაო, კიდევ დაგვცინიან. მერე რა მოხდა ხალხი იხოცებაო, ერთ ერთი მუშკეტერი ამბობს”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს დატოვებს ერთი ადამიანი, სპეციალურად გავხსნით ჭორვილაში ერთდღიან საერთაშორისო აეროპორტს და ცალმხრივი რეისით ჭორვილა-მოსკოვი ჩაბარდეს თავის პატრონს გაზპრომში. დაანებოს თავი საქართველოს და მის მოქალაქეებს. 

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი სწორედ მათ უჭერს მხარს.მე კარგად ვაცნობიერებ ამ პასუხისმგებლობის. თუ ჩვენ საქართველო ახლა ვერ გადავარჩინეთ, მერე საქართველო როგორც ქვეყანა გაქრება. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს ეს პასუხისმგებლობა…საქართველო ახლა არის გაქრობის საფრთხის წინაშე, მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ საქართველო არის გამოღვიძებული როგორც არასდროს” ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

წინა სტატიაჟურნალისტების უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს- აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
შემდეგი სტატიაივანიშვილის გუნდმა ეს პერიოდი, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად უნდა გამოეყენებინა,თავის ქებისთვის, თვითტკბობისა და დამუნათებისთვის” გამოიყენა – გიგა ბოკერია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური