მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში კოვიდინფექცია 36 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 15-ის წყარო უცნობია

ზუგდიდში კოვიდინფექცია 36 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 15-ის წყარო უცნობია [Video]

Published on

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული ნიმუშებიდან 58-ზე  დადებითი პასუხია. აქედან  36 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 21 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, 15-ზე კი მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს დადგენა.

3 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, ორი უკვე დადასტურებულის კონტაქტია, ხოლო ერთი  ახალი შემთხვევაა.

4  შემთხვევა გვაქვს ფოთში, მათგან 1 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, სამზე  კი მიმდინარეობს მოკვლევა და ინფიციების წყაროს დადგენა.

 5 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, ყველა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

5 შემთხვევა გვაქვს მესტიაში, ხუთივე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

თითო შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში და სენაკში, რომელიც უკვე დადასტრებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

1 ინფიცირებული გამოვლინდა საკარანრტინე სივრცეში, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

2 შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისინი უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან.

გამოვლენილი ინფიცირებულებიდან არიან, ზუგდიდის 17 ბაღის აღმზრდელი და ფოთის 6 ბაღის აღმზრდელი, ასევე ხობის სოფელი პირველი მაისის საჯარო სკოლის 2 პედაგოგი და 1 მოსწავლე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია. – ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ მიაწოდა, მისი  განმარტებით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 114 კოვიდ პაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით  მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 25 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 12 პაციენტი, მათგან  4- ფოთის მაცხოვრებელია, 3 გურიის რეგიონიდანაა და 5- აჭარის რეგიონიდანა.

რუხის კლინიკიდანა გაეწერა 13 პაციენტი, მათგან 7 ზუგდიდელია, 1 ფოთის მაცხოვრებელია, 4 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა და 1 ხობის მაცხოვრებელია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 232 ადამიანი.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...