მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლებამ მეორე ტური მოიპარა, 31 ოქტომბერს ამის საშუალებას...

მიხეილ სააკაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლებამ მეორე ტური მოიპარა, 31 ოქტომბერს ამის საშუალებას არ მივცემთ

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი”მთავარის” გადაცემაში “დღის სტუმარი” ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, სადაც ხელისუფლებამ მეორე ტური მოიპარა, 31 ოქტომბერს ამის საშუალებას არ მისცემენ. 

არ ვაპირებთ ივანიშვილს არჩევნები მოვაპარიოთ, ჩვენი შეკრებები აუცილებლად გაგრძელდება, ბათუმში იმდენი ხალხი მოვიდა, რამდენიც ამ ქალაქში პოლიტიკურ შეხვედრებზე აქამდე არასდროს გვინახავს, გვექნება შეხვედრა ზუგდიდში, რა თქმა უნდა, მკაცრად დავიცავთ სოციალურ დისტანციას – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აპრებს თუ არა ქვეყნის ჩაკეტვას ხელისუფლება 31 ოქტომბრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ რასაკვირველია, ლოკდაუნი მოსალოდნელია:მაგრამ ივანიშვილს ეს არ გამოუვა, რადგან ჩვენი შეხვედრები, ასევე, სამობილიზაციო ეტაპებიცაა იმ შემთხვევისთვის, თუ ივანიშვილს არჩევნების მოპარვაზე ხელი წაუცდება. გეყოფათ, ბიჭებო! მე მშვიდობიანად გადავაბარე ხელისუფლება და მზად ვართ, ასევე, მშვიდობიანად გადმოვიბაროთ უკან – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

მისივე თქმით, პანდემიის მიუხედავად, ერთჯერადად არჩევნების დღეს ხალხს უბნებზე მისვლის არ უნდა შეეშინდეს, რადგან ქვეყნის მომავლისთვის ეს აუცილებელია. 

სიახლეები

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დარღვევისთვის დაჯარიმდებით და მართვის მოწმობის ქულა ჩამოგაკლდებათ

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება სპეციალური პორტატული მოწყობილობით განხორციელდება - ინფორმაციას ამის შესახებ...

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა. კერძოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლევან იოსელიანი...

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა.

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა. დაღუპულია 2 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი...

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...