ხობი-ფოთის გზაზე თხილით დატვირტული მიკროავტობუსი გაიტაცეს. მიკროავტობუსს გზაზე 3 შეიარაღებული პირი მაშინ დახვდა, როდესაც მძღოლს ქობულეთიდან ზუგდიდში, ქარხანაში დამაფასოებელი თხილის გული გადაჰქონდა.
შსს მომხდარს ადასტურებს. საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მიკროავტობუსში 2 პირი იმყოფებოდა, ორივე ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. “მთავარი არხის” ინფორმაციით, დამნაშავეებმა, თხილიანი მანქანის გარდა, მობილური ტელეფონიც წაიღეს.