მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში კორონავირუსის 27 შემთხვევა გამოვლინდა

ზუგდიდში კორონავირუსის 27 შემთხვევა გამოვლინდა [Video]

Published on

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სამეგრელოს მასშტაბით 459  ნიმუშის გამოკვლევა ჩატარდა. მათგან კორონავირუსის 40 შემთხვევა გამოვლინდა.  ამასთან, 14 ოქტომბერს აღებული ნიმუშებიდან  3 დადებითი შემთხვევა დადასტურდა. აქედან  27 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 10  უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან,  1 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, რომელიც უკვე დადასტურებულის კონტაქტია, ხოლო 17 ახალი შემთხვევაა  და ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან.

3 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში,  სამივეზე მიმდინარეობს მოკვლევა და ინფიციების წყაროების მოძიება.

3 შემთხვევა გვაქვს სენაკში, მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს დადგენა.

4 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, მათგან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, 1 უკვე  დადასტურებულის კონტაქტია, ხოლო ორი კი ახალი შემთხვევაა და მათი ინფიცირების წყაროს დადგენა მიმიდინარეობს.

2 შემთხვევა გვაქვს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისინი უკვე ინფიცირებულის კონტაქტები არიან და რუხის კლინიკაში ცხელებით იმყოფებოდნენ. – ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ მიაწოდა, მისი  განმარტებით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 88 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით  მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 4 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 1 პაციენტი, როემლიც ბათუმის მაცხოვრებელია. რუხის კლინიკიდანა გაეწერა 3 პაციენტი, ყველა ზუგდიდელია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 158 ადამიანი.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....