“ივანიშვილს აწყობს კორონავირუსი, რადგან ჰგონია, რომ ნაკლები ადამიანი მივა არჩევნებზე, მაგრამ მოსახლეობამ დაინახა, რომ “ესენი მატყუარები არიან და გაუჩნდა ბუნებრივი ცინიზმი” – მიხეილ სააკაშვილი

0
55

გადაცემაში “დღის სტუმარი”, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კორონა პანდემიაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ხელისუფლების ვირუსთან გამკლავების სტრატეგია არაეფექტურია.

მიხეილ სააკაშვილი კორონავირსზე საუბრისას, ასევე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მაქსიმუმ 250-300 სასუნთქი აპარატია ქვეყანაში. მისივე თქმით არ არის პრეპარატებიც.მისივე თქმით, კოვიდზე სპეციალისტების გადამზადებას მინიმუმ, 5-6 თვე სჭირდება.

მართალია, საქართველოს არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ნიუ-იორკიდან და სხვა პრესტიჟული კლინიკებიდან მოიწვიოს სპეციალისტები, მაგრამ გადამზადებაა საჭირო სტუდენტების, ექთნების, რადგან კოვიდით დაავადებულს სჭირდება სპეციფიკური მოვლა: დღეში სამჯერ მუცელზე უნდა დააწვინო, მერე გადმოატრიალო და ასე შემდეგ? ამათ რა ქნეს? შემოიყვანეს ბათუმში ტურისტები რუსეთიდან, მერე სხვა ქვეყნებიდანაც და დაიწყეს დაავადების გავრცელება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. “არაკომპეტენტურ ბრიყვს ჩააბარდა სისტემა, რომელსაც არ ესმის ჯანდაცვის სიტემა” – თქვა სააკაშვილმა.

ხელისუფლების არაეფექტურობასა და რუსეთის წინაშე ქედდადრეკილობის მაგალითად მიხეილ სააკაშვილმა მმოიყვანა ის, რომ თელ მსოფლიოში, კოვიდინფექციის გამო, რუსეთი გაწითლებული იყო, ,,ამათ კი ბათუმში ჩამოიყვანეს, პირდაპირი კოვიდაგრესია გამოიჩინა რუსეთმა, საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით. ახლა ამბობენ, და ხალხს აბრალებენ, თქვენ ხართ უპასუხისმგებლოები, რომ პირბადეებს არ ატარებთო და ამის ბრალია ეს აფეთქება? მართლა? რა შუაშია ხალხი? თქვენი ბრალია ყველაფერი, თქვენ გაქვთ ორმაგი სტანდარტი, თქვენ შემოიყვანეთ რუსეთიდან თქვენი ახლობლები და ნაცნობები, თქვენ ხართ შუაში მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების ვერტიკალის წევრებს, – საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით მოხდა, რომ რუსეთმა პირდაპირი კოვიდაგრესია გამოიჩინა საქართველოს მისამართით.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილს აწყობს კორონავირუსი, რადგან ჰგონია, რომ ნაკლები ადამიანი მივა არჩევნებზე, მაგრამ   მოსახლეობამ დაინახა, რომ “ესენი მატყუარები არიან და გაუჩნდათ ბუნებრივი ცინიზმი

კომენტარის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here