მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელოში კორონავირუსი 91 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 33 შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა

სამეგრელოში კორონავირუსი 91 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 33 შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა [Video]

Published on

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 684 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 91 -ზე დადებითი პასუხია. აქედან 33 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან ყველა უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან. შპს ფოთის ტექსტილში განხორციელდა პერსონალის გატესტვა, გუშინ გაიტესტა 400 თანამშრომელი, მათგან 56 დადებითია, ისინი ყველა უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. 1 შემთხვევა დაფიქსირდა აბაშაში, როემლიც კლინიკა ევექსის მედპერსონალია, მიმდინარეობს კონტაქტის მოძიება. 1 შემთხვევა გვაქვს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ის უკვე დადასტურებულ შემთხვევის კონტაქტია. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 253 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 79 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 14 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 4 პაციენტი, მათგან 2 გურიის რეგიონიდან არის, 1 ფოთის მაცხოვრებელია და 1 აჭარის რეგიონიდანაა. რუხის კლინიკიდან გაეწერა 10 პაციენტი, მათგან 2 ჩხოროწყუს მაცხოვრებელია, 6 ზუგდიდელია და 2 ხობის მაცხოვრებელია. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 137 ადამიანი.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...