საერთაშორისო ბიზნეს სკოლამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერილი პროექტის „გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის „ახალბედა ამომრჩევლების ცნობიერების გაზრდა თანასწორი პოლიტიკური ჩართულობის შესახებ“ გამარჯვებული ორი პროექტის „გუშინ,დღეს,ხვალ“ და „შენ წყვეტ“-ის პრეზენტაცია გამართა.
ორივე პროექტის მიზანია:
1.ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა ეკონომიკურ,სოციალურ და კულტურულ სფეროებში;
2.ახალგაზრდა ქალების ცნობიერების გაზრდა წინასაარჩევნო კამპანიების და გენდერული კვოტირების მექანიზმის შესახებ;
3.ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გაზრდა სამთავრობო და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე;
4. ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება პოლიტიკურ პროცესებში ჩართვასა და არჩევნებში პოზიციის გააზრებულად დასაფიქსირებლად.
პროექტი „გუშინ,დღეს,ხვალ“ განხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემავალ 10 საზღვრისპირა სოფელში,ხოლო პროექტი „შენ წყვეტ“ 15 ადმინისტრაციულ ერთეულში.
პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.