მთავარისიახლეებისაზოგადოებასაერთაშორისო ბიზნეს სკოლამ ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორი პროექტის პრეზენტაცია გამართა

საერთაშორისო ბიზნეს სკოლამ ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორი პროექტის პრეზენტაცია გამართა [Video]

Published on

საერთაშორისო ბიზნეს სკოლამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერილი პროექტის „გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის „ახალბედა ამომრჩევლების ცნობიერების გაზრდა თანასწორი პოლიტიკური ჩართულობის შესახებ“ გამარჯვებული ორი პროექტის „გუშინ,დღეს,ხვალ“ და „შენ წყვეტ“-ის პრეზენტაცია გამართა.

ორივე პროექტის მიზანია:

1.ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა ეკონომიკურ,სოციალურ და კულტურულ სფეროებში;

2.ახალგაზრდა ქალების ცნობიერების გაზრდა წინასაარჩევნო კამპანიების და გენდერული კვოტირების მექანიზმის შესახებ;

3.ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გაზრდა სამთავრობო და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე;

4. ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება პოლიტიკურ პროცესებში ჩართვასა და არჩევნებში პოზიციის გააზრებულად დასაფიქსირებლად.

პროექტი „გუშინ,დღეს,ხვალ“ განხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემავალ 10 საზღვრისპირა სოფელში,ხოლო პროექტი „შენ წყვეტ“ 15 ადმინისტრაციულ ერთეულში.

პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...