მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: მოიგონეს ყალბი ისტორიები, კიდევ აპირებენ რაღაც ჩანაწერების გამოყრას, მაგრამ ჩვენი...

მიხეილ სააკაშვილი: მოიგონეს ყალბი ისტორიები, კიდევ აპირებენ რაღაც ჩანაწერების გამოყრას, მაგრამ ჩვენი გამარჯვება იქნება გარდაუვალი!

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ წინასაარჩევნოდ ქართული ოცნება ფარული ჩანაწერებით მანიპულირებას ისევ შეეცდება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში თქვა, სადაც ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს – მოიგონეს ყალბი ისტორიები, კიდევ აპირებენ რაღაც ჩანაწერების გამოყრას, მაგრამ იმისათვის, რომ ხალხი მოვიდეს, ახლა უნდა გავიშალოთ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატის თქმით, ოცნების ხელისუფლების იმედი მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსი და მოსყიდვაა. მესამე პრეზიდენტი “ძალა ერთობაშიას” აქტივისტებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, რეგიონებში გავიდნენ და მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ არჩევნებზე მისვლა აუცილებელია

მე მინდა ვუთხრა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “გაერთიანებული ოპოზიციის – ძალა ერთობაშიას” სიის ყველა წარმომადგენელს, ყველა აქტივისტს, ყველა ჩვენს ლიდერს – გავიშალოთ რეგიონებში..მთავარია, ხალხს ვუთხრათ, რომ არჩევნებზე მოსვლას აქვს აზრი – იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა სიტუაციის მკვეთრად შეცვლის, მათ შორის კოვიდ-ვირუსის სიტუაციის გამოსწორების, მათ შორის ეკონომიკური სიტუაციის სწრაფი გამოსწორების, მათ შორის ყველა იმ საკითხის გადაწყვეტის, რომელიც თითოეულ ადამიანს აღელვებს. მთავარია ვიყოთ ძალიან აქტიურები და ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე – ჩვენი გამარჯვება იქნება გარდაუვალი! -.ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...