მთავარიUncategorized"ევროპული საქართველო" ზუგდიდში "ქართულ ოცნებას" პედაგოგების საარჩევნო კამპანიაში ჩართვაში ადანაშაულებს

“ევროპული საქართველო” ზუგდიდში “ქართულ ოცნებას” პედაგოგების საარჩევნო კამპანიაში ჩართვაში ადანაშაულებს [Video]

Published on

“ევროპული საქართველო” ზუგდიდში “ქართულ ოცნებას” პედაგოგების საარჩევნო კამპანიაში ჩართვაში ადანაშაულებს.

ოპოზიციური პარტიიდან 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ბესიკ დონაძის ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანის განმარტება, რომ მის მხარდამჭერი ვიდეორგოლები არასამუშაო დროს და არასაარჩევნო პერიოდშია გადაღებული, არ ცვლის ფაქტს, რომ მმართველი გუნდის შტაბმა ზუგდიდში კანონი დაარღვია, რადგან ვიდეო მუდმივად ტრიალებს და ყველა ტიტრში აღნიშნულია, რომ მხარდამჭერი პედაგოგია.

ბრიფინგზე ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილმა.

ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ უკვე დაიწყო დირექტორების გათავისუფლების მავნე პრაქტიკა და ხელისუფლებას საარჩევნო პერიოდში მსგავსი ქმედებებისგან მორატორიუმის დაწესებას ურჩევს.

მისივე თქმით, სწორედ ზუგდიდში შეეწირა დირექტორის სიცოცხლე მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. “ევროპული საქართველო” კი, მას შემდეგ, რაც საოლქო კომისიამ საკითხზე მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა, დავის გაგრძელებას ცესკოში და სასამართლოში გეგმავს.

“ევროპული საქართველოს” საპასუხოდ 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განმარტა, რომ მან მოისმინა როგორც მასწავლებლების, ასევე კანდიდატის განმარტებები და ვინაიდან ვიდეოები არასაარჩევნო პერიოდშია გადაღებული, საარჩევნო კოდექსის დარღვევას არ ჩათვალა.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...