მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში კოვიდინფექცია 18 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ცხრის წყარო უცნობია

ზუგდიდში კოვიდინფექცია 18 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ცხრის წყარო უცნობია [Video]

Published on

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სამეგრელოს მასშტაბით 390  ნიმუშის გამოკვლევა ჩატარდა. მათგან კორონავირუსის 25 შემთხვევა გამოვლინდა.  ამასთან, 11 ოქტომბერს აღებული ნიმუშებიდან  3 დადებითი შემთხვევა დადასტურდა.აქედან  18 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 8 უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან,  1 მოქალაქის ინფიცირება თბილისში მოგზაურობას  უკავშირდება, ხოლო 9-ის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობას, ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან.

4 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, მათგან სამი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეოთხეს ინფიცირების წყაროს დადგენა მიმიდინარეობს.3 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში,  სამივე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.2 შემთხვევა დაფიქსირდა მარტვილში, ორივე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.1 შემთხევვაა სენაკში, რომელიც თბილისის მოგზაურობას უკავშირდება. – ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ მიაწოდა, მისი  განმარტებით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს  253 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 79 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით  მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 7 პაცეიენტი, მათგან 5 ზუგდიდელია, 1 ხობის მაცხოვრებელია და 1 ფოთელია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 136 ადამიანი.

სიახლეები

ტრაგედია ზუგდიდში: გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა

4 წლის ლაზარე თოლორაია ემსხვერპლა ტრაგედიას, რომელიც სოფელ რიყეში დატრიალდა: თვითმხილველთა ინფორმაციით, ბავშვმა ბიძამისის...

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...