მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში კოვიდინფექცია 3 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთის წყარო უცნობია

ზუგდიდში კოვიდინფექცია 3 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთის წყარო უცნობია [Video]

Published on

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სამეგრელოს მასშტაბით 61 ნიმუშის გამოკვლევა ჩატარდა. მათგან კორონავირუსის 14  შემთხვევა გამოვლინდა. აქედან  3 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 2 უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან,  ხოლო 1-ის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობას. 6 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, მათგან ყველა უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

 2 შემთხევვაა სენაკში, რომელთაგან 1 უკვე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეორეს ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს. 

2 შემთხვევა დაფიქსირდა ჩხოროწყუში,  მიმდინარეობს მათი წყაროების მოძიება.

1 შემთხვევა უკავშირდება ოკუპირებული აფხაზეთის უკვე დადასტურებულ კონტაქტს. – ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ მიაწოდა, მისივე განმარტებით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

სულ სამეგრელოს  რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს  231 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 78 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით  მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 28 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ხოლო  რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 131 ადამიანი.

ამასთანავე, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუხის კლინიკიდან გაეწერა 2 პაციენტი, ორივე ზუგდიდის მაცხოვრებელია.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...