მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ-ის მაჟორიტარმა კანდიდატმა ანაკლიაში ქვიშის ნისლისგან დაზიანებული სახლები დაათვალიერა

ენმ-ის მაჟორიტარმა კანდიდატმა ანაკლიაში ქვიშის ნისლისგან დაზიანებული სახლები დაათვალიერა [Video]

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა  მალხაზ ჯალაღონიამ ანაკლიაში ის  ოჯახები დაათვალიერა, რომელთა სახლებში ქვიშა 10-15 სანტიმეტრის სიმაღლეზეა შესული. ქვიშის ნისლი და ქარი ანაკლიაში მას შემდეგ გახშირდა, რაც პორტის მშენებლობისთვის ზღვის  ფსკერიდან  ქვიშა ამოიღეს და 10 მეტრის სიმაღლეზე დაასაწყობეს.

ადგილობრივების თქმით, ქვიშამ საცხოვრებელ სახლებში რემონტი გააფუჭა. ანაკლიის მოსახლეობის უმეტესობას კი რემონტისთვის ბანკიდან სესხები აქვს  გამოტანილი. ქვიშის გარდა, ადგილობრივების თქმით, ქარს ზღვის შლამიც მოაქვს, რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია და რის გამოც  უკვე იმატა ფილტვებისა და სიმსივნურმა  დაავადებებმა.

ცნობისთვის, მაშინ, როდესაც ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ეტაპი დაიწყო, ზღვის ფსკერის ჩაღრმავების მიზნით, ქვიშა ამოიღეს. ახლა ის დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზეა დასაწყობებული და 10 ჰექტარ ტერიტორიაზე დაყრილი. ქარიანი ამინდის დროს კი, ზღვისპირა ანაკლიაში გაჩერება შეუძლებელია და მოსახლეობა იძულებული ხდება, სახლები დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულება 9 იანვარს გაწყვიტა. პორტის მშენებლობა ჩავარდა. კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ დამოუკიდებელი სარჩელი საერთაშრორისო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა.

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...