მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში სარეაბილიტაციო ცენტრმა ფუნქციონირება განაახლა

ზუგდიდში სარეაბილიტაციო ცენტრმა ფუნქციონირება განაახლა [Video]

Published on

პანდემიის შემდეგ სარეაბილიტაციო ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო. სხვადასხვა დარღვევების მქონე უამრავი შშმ პირი დიდხანს ელოდა ერთადერთი ადაპტირებული ცენტრის სამუშაო გარემოში დაბრუნებას, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. ცენტრი ემსახურება როგორც შშმ პირებს, ისე რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ადამიანებს. პანდემიის დროს ისევე, როგორც ყველა ობიექტი, ეს ცენტრიც დაიხურა, თუმცა სპეციალისტები პაციენტებს ონლაინკუნსალტაციებს უწევდნენ.ცენტრში დასაქმებულია ნევროლოგი. ოკუპაციური თერაპევტი, ფიზიკური თერაპევტები, ფსიქოლოგი და მეტყველების სპეციალისტი. თითოეულიმათგანი პანდემიის დროს ჩართული იყო ამერიკელ სპეციალისტებთან ერთად დისტანციურ ტრენინგში და მათი დახმარებით შიძინეს ის უნარ-ჩვევები, რომელიც სამომავლოდ მსგავ სიტუაციებში მუშაობისას უნდა გამოადგეთ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეაბილიტაციის ცენტრში მომსახურება გაეწია 150-ზე მეტ ადამიანს. ბენეფიციარებს სპეციალისტები ადგილზე უდგენენ, თუ რა სახის სარეაბილიტაციო პროცედურები და რა მეთოდის გამოყენება დასჭირდებათ. სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნილია რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრის „თანაზიარის“ ბაზაზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...