მთავარისიახლეებიპოლიტიკარა განაცხადეს ივანიშვილის პატიმრებმა გუშინ?

რა განაცხადეს ივანიშვილის პატიმრებმა გუშინ?

Published on

,,არ ვაპირებ ამ ბინძური ბრალდებით ვიარო. დაანებეთ ამ პოლიტიკობანას თავი. არა ხართ ეს უწყება, რომ უნდა ერეოდეთ პოლიტიკაში. გავა ეს არჩევნები და ხვალ და ზეგ ერთმანეთს ხომ უნდა ვუყუროთ თვალებში. ვერც ციხე ვერ გამტეხს, მაგრამ ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები, ჩემს უკან ოჯახია, წინაპრები და ის, რომ ქართველი ვარ. ეს არის სიბინძურემდე მისული რაღაც. თემა სენსიტიურია და თითოეული გაუაზრებელი განცხადება პროცესს ვნებს. არსად გაქცევას და მიმალვას არ ვაპირებ, ვერც გაქცეული და ვერც სადმე მყოფი მე ამისთანა ბრალდებები ვერ მცვლის. – ამბობს საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი

,,ჩვენთვის ძალიან უცხოა ბრალდება, რაც წაგვიყენეს. ეს რუკა არის ინტერნეტშიც. სწორედ ამ რუკაზე ვამბობთ, რომ ეს არაა სრულყოფილი. შეგიძლიათ, შეადაროთ ძველი რუკა და ახალი თანამედროვე რუკა. იქ იმ დატანილ წერტილს ვერ ნახავთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს რუკები არ არის სრულყოფილი. ჩვენ გვაქვს კიდევ სრულყოფილი რუკები, ჩვენ ვხელმძღვანელობთ 1938 წლის დადგენილებით. გვაქვს უკეთესი ვარიანტები რუკების, არის უფრო ზუსტი და უფრო უკეთესად არის დატანილი საზღვრები. დღეს, როდესაც სპეციალურ პროგრამაში ზრდი თანამედროვე რუკის მასშტაბს და საუბრობ, რომ აქ რაღაცა იკარგება, ეს არაკორექტულია, სულ მცირე. რაც შეეხება იმას, რომ დაიკარგა, ეს ნამდვილად მე გავაკეთე, თუ ვარაუდია?ამბობს საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს წევრი ნატალია ილიჩოვა. 

,,ნიუ პოსტის” ფოტო

სიახლეები

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დარღვევისთვის დაჯარიმდებით და მართვის მოწმობის ქულა ჩამოგაკლდებათ

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება სპეციალური პორტატული მოწყობილობით განხორციელდება - ინფორმაციას ამის შესახებ...

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა. კერძოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლევან იოსელიანი...

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა.

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა. დაღუპულია 2 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი...

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...