მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ბიძინა ივანიშვილი ინფორმაციულ ვაკუუმშია. 64% კი არა 34% თუ აიღო ხელისუფლებამ, ძალიან...

,,ბიძინა ივანიშვილი ინფორმაციულ ვაკუუმშია. 64% კი არა 34% თუ აიღო ხელისუფლებამ, ძალიან ბედნიერი და მადლობელი იყოს”

Published on

ოპოზიცია ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.

“ვხედავ, რომ ის არის ინფორმაციულ ვაკუუმში.ვერ გრძნობს იმ ვითარებას, რაც გარეთ არის. ვურჩევდი, რომ კობახიძეს და მის გარემოცვას დიდად ნუ დაეყრდნობა. მას ასეთი ციფრები ბევრჯერ მოუსმენია. მგონია, ან შეგნებულად იმყოფება ასეთ ინფორმაციულ ვაკუუმში და ვერ გრძნობს იმ რეალობას, რაც არის გარეთ, ან მეორე ვერსიაა – იცის, რაც ხდება და ესაა გამხნევება ამომრჩევლების არჩევნების წინ”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში მმართველმა გუნდმა 34% მაინც რომ აიღოს, ბიძინა ივანიშვილი “ბედნიერი და მადლობელი” უნდა იყოს.

“როგორც ჩანს, 63% საკრალური ციფრია სთვის. იმიტომ, რომ მახსოვს მარგველაშვილის არჩევის დროსაც და სხვა არჩევნების დროსაც მაინცდამაინც 63-ს ამბობდა. აგვიხსნას იქნებ, რატომ არა 62 ან 64. ისე, 94% ან 104% ჯობია. ჩანს, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას. დასავლეთ საქართველოში ვიყავი და ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი. 64% კი არა 34% თუ აიღო ხელისუფლებამ, ძალიან ბედნიერი და მადლობელი იყოს. რა თქმა უნდა, ლაპარაკია სამართლიანად არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, თუმცა უსამართლო არჩევნებს დღეს არც საზოგადოება და არც პოლიტიკური ძალები არ დავუშვებთ. ძალიან სამწუხაროა, თუ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისას დააწერინოს ის ციფრები, რაზეც საუბრობს. ამას მძიმე შედეგები მოყვება ქვეყნისთვის”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი ამ უტიფარი თვითკმაყოფილების ივანიშვილის მხრიდან და ხალხისთვის თქმის, რომ ყველაფერი კარგად არის, კმაყოფილები არიან და უბრალოდ ვერ აფასებს მათ ოპონენტების ნაწილი, თორემ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით და არაფრის შეცვლას ეს კაცი არ აპირებს, ძალადობას აბრალებს ოპონენტებს მხოლოდ, არც კი აღიარებს, რომ ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა და თან ცინიკური ნათქვამი ჰქონდა ბოლოს, რომ ვიგებთ მაინც და ამიტომ არ გვჭირდებაო. ანუ რომ აგებდნენ დაჭირდებოდა, ამის თქმა სურდა?

საფრთხე რომ აქვთ ძალაუფლების დაკარგვის, ამიტომ გვაქვს ეს ძალადობის ინციდენტები. ამიტომ არის საჭირო გარდამტეხი ცვლილებები და ამ ადამიანის ჩამოცილება ხელისუფლებიდან“, – აცხადებს გიგა ბოკერია

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...