მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში კოვიდინფექცია 6 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ორის წყარო უცნობია

ზუგდიდში კოვიდინფექცია 6 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ორის წყარო უცნობია [Video]

Published on

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სამეგრელოს მასშტაბით 333 ნიმუშის გამოკვლევა ჩატარდა. მათგან კორონავირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა.აქედან  6 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 4 უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან,  ხოლო 2-ის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობას. 5 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, რომლებიც უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. 1 შემთხევვაა ხობში, რომელიც ასევე, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 1 შემთხვევა დაფიქსირდა რუხის კლინიკაში, აფხაზეთიდან ცხელებით გადმოყვანილ ქალბატონს დაუდასტურდა, 1 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთის კლინიკაშიც, რომელიც ცხელებით შესული პაციენტია და არის ლანჩხუთის მცხოვრები. – ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ მიაწოდა, მისი  განმარტებით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს  208 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 68 კოვიდ პაციენტი, აქედან 18-ის მდგომარეობა შედარებით  მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 27 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი, მათგან  4 ზუგდიდის,  2 კი სენაკის მკვიდრია, 1 აჭარის რეგიონიდან, 2 ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 109 ადამიანი.

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...