მთავარისიახლეებიპოლიტიკავისია და ვინ დააზიანა უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა ნაწილები კუჭატანსა და უდაბნოში...

ვისია და ვინ დააზიანა უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა ნაწილები კუჭატანსა და უდაბნოში ჩამოვარდა?

Published on

კახეთში ჩამოვარდნილ უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დრონები დიდი ალბათობით აზერბაიჯანულ მხარეს ეკუთვნის და დაზიანებულია სომხური მხარის მიერ.

სამხედრო ანალიტიკურ პორტალ GEO-ARMY.GE-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხური მხარის მიერ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს რუსული წარმოების რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემა კრასუხა-4-ის გამოყენებას, რომელიც საჰაერო აპარატებისთვის GPS სიგნალებისა და სხვა სიხშირეების ჩახშობის, ცრუ სიგნალების გადაცემის მიზნით გამოიყენება.

ანალიტიკოსთა აზრით, სწორედ აღნიშნულმა სისტემამ მოახდინა დრონის დაზიანება, რომელზეც სავარაუდოდ, მართვის კონტროლი აზერბაიჯანელებმა დაკარგეს. ამ შემთხვევაში დრონი უმისამართო მიმართულებით ავტომატურად გაფრინდებოდა, რამდენიმე საათიანი ფრენის შემდეგ კი მისი ელემენტები გამოილეოდა, რის შემდეგადაც მან ავტომატური დაშვება და დეტონაცია მოახდინა კახეთში, სოფელ კუჭატანსა და უდაბნოში

საუბარია ებრაული წარმოების HAROP-ის ტიპის კამიკაძე დრონებზე, რომელიც ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართულ მხარეთაგან რამდენიმე წელია, რაც ოფიციალურად აზერბაიჯანის შეიარაღებაშია.

.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...