მთავარიUncategorizedსულ ცოტაც გაძელით, ეს მარაზმი რამდენიმე კვირაში დასრულდება - მიხეილ სააკაშვილი ივერი...

სულ ცოტაც გაძელით, ეს მარაზმი რამდენიმე კვირაში დასრულდება – მიხეილ სააკაშვილი ივერი მელაშვილის დაკავებას აპროტესტებს

Published on

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ ფეისბუქ ვიდეომიმართვაში, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის ივერი მელაშვილის დაკავებას აპროტესტებს. მისი თქმით, ამით ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების გადაფარვას ცდილობს.

“სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა, ხალხის გაღატაკება, ძარცვა, ერთი ახირებული ფეოდალის პირად საკუთრებად ქცევა. მათ ამ ყველაფრის გადაფარვა სურთ ისეთი სისულელით, რომელსაც სამი წლის ბავშვიც არ დაიჯერებს”, — აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება მალე შეიცვლება და ამას წინ ვერავინ დაუდგება.

“სულ ცოტაც, კიდევ გაძელით, ეს მარაზმი რამდენიმე კვირაში დასრულდება, საქართველოში ყველაფერი შეიცვლება, ქვეყანა ძალიან სწრაფი ტემპით დაიწყებს წინ მოძრაობას და ვერავინ შეძლებს ქაოსი და არეულობა შექმნას. ვერც ჩვენს მეზობლებთან და ვერც ქვეყნის შიგნით. საქართველოში მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა დემოკრატიული გზით და ამას წინ ვერანაირი სიცრუე ვერ დაუდგება”, — აცხადებს ის ვიდეომიმართვაში.

გუინ აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმების საქმეზე სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრი და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი, ასევე, კომისიის ექსპერტ-კარტოგრაფი ნატალია ილიჩოვა დააკავეს.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...