მთავარისიახლეებიპოლიტიკაივერი მელაშვილი აცხადებს, რომ ,,ეს არის მისი ბრძოლა, იბრძოლებს ბოლომდე და...

ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ ,,ეს არის მისი ბრძოლა, იბრძოლებს ბოლომდე და არანაირი დათმობა არ იქნება, მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ იყოს”

Published on

დავით-გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი სასამართლოსთვის გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს შეთავაზებას არ აპირებს

მელაშვილის ადვოკატის მარიკაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყველანაირ ალტერნატივაზე კატეგორიულ უარს ამბობს:

“მისი პოზიცია არის, რომ ის არ აპირებს არანაირი ალტერნატივის მიღებას მათ შორის გირაოს შეთავაზებას. ის თვლის, რომ ეს არის მისი ბრძოლა, იბრძოლებს ბოლომდე და არანაირი დათმობა არ იქნება, მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ იყოს”, – თქვა ადვოკატმა.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დავით-გარეჯის საქმეზე დაწყებულ გამძოიებაში სახალხოდამცველის აპარატიც ერთვება.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა და სასჯელი ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

სამოქალაქო ატივისტი თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს

თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს - სამოქალაქო ატივისტი, რომელსაც სასამართლომ დღეს ტროტუარზე დგომის გამო 2...

ახალი ნარკოტიკები, ზედოზირება, სიკვდილიანობა – სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული შეშფოთება იზრდება. ნარკოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში იზრდება როგორც ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, ისე...

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...