მთავარისიახლეებიპოლიტიკაარ გაბედოთ არც დაჯარიმება, არც ჩვენი მხარდამჭერების ცემა, დაკავება, ძალადობა - სტრატეგია...

არ გაბედოთ არც დაჯარიმება, არც ჩვენი მხარდამჭერების ცემა, დაკავება, ძალადობა – სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე

Published on

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პოლიტიკური მოძრაობა და მათი მხარდამჭერები განაგრძობენ საბანკო სესხების განახევრებასთან და პენსიონრებისთვის საბანკო სესხზე პროცენტის ჩამოწერასთან დაკავშირებით ხელმოწრების შეგროვებას. ჩიხლაძის თქმით, დედაქალაქის მერის მხრიდან ძალადობის განმეორების შემთხვევაში პარტიისგან მიიღებენ ხალხმრავალ პროტესტს მერიასთან.

სერგო ჩიხლაძე კალაძეს ურჩევს დადგეს მოქალაქეების სამსახურში და შეეშვას ახალგაზრდების ცემა-ტყეპასა და ცალკეული საბანკო თუ სამშენებლო ბიზნესის ლობირებას.

“სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი და ჩვენი ახალგაზრდები ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას საბანკო სესხების განახევრებასთან და პენსიონრებისთვის საბანკო სესხზე პროცენტის ჩამოწერასთან დაკავშირებით . უკვე შეგროვებულია 80 000 ხელმოწერა და მერიის მხრიდან, პირადად ბატონი კალაძის მხრიდან ხელის შეშლისა და ძალადობის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ხალხისთვის სამსახურს. მაგრამ, თუ კვლავ გაგრძელდება დაჯარიმებები, ხელის შეშლა, ძალადობა ბატონი კალაძის მხრიდან, ჩვენ ვპირდებით მას ძალიან მკაცრს პასუხს — ის მიიღებს ძალიან დიდ პროტესტს თავის ოფისთან, მერიასთან, როგორც ეს იყო ორი დღის წინ.

მივმართავ პირადად ბატონ მერს, შეეშვას ცალკეული ბანკების, ცალკეული თავისი ბიზნესების, მათ შორის, სამშენებლო ბიზნესების ლობირებას, მფარველობას და დადგეს საკუთარი მოქალაქეების სამსახურში. ჩვეულებრივ კითხვარებს ვავსებთ, ნებისმიერი ადამიანი რომ გავიდეს და კითხვარი შეავსოს ქუჩაში, გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ აპოლიტიკური, მას დააჯარიმებენ? მას თავპირს დაამტვრევენ? ახოხიალებენ ასფალტზე? არა, მაგრამ როგორც კი საქმე შეეხო საბანკო სესხებს, სესხებზე მაღალი პროცენტების ჩამოწერას, იქ მაშინვე გამძვინვარდა კალაძის ზონდერ ბრიგადები, გავეშებული მოვარდა მერიის სამსახური და ჩვენს ახალგაზრდა მხარდამჭერებს თავპირი დაალეწეს. რატომ? იმიტომ, რომ, ეს ეხება უშუალოდ მათ ინტერესებს, ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლების ფინანსურ ინტერესებს, ბატონ კალაძის ინტერესებს და სხვა მაღალჩინოსნების ინტერესებს. ასე რომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, არ გაბედოთ არც დაჯარიმება, არც ჩვენი მხარდამჭერების ცემა, დაკავება, ძალადობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ ძალიან მკაცრ და ხალხმრავალ პროტესტს თქვენს ოფისთან, მერიასთან”, — განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...