მთავარისიახლეებიპოლიტიკათუ GNCC 10 ოქტომბრამდე არ გვიპასუხებს, გავუშვებთ კლიპებს სააკაშვილის მონაწილეობით

თუ GNCC 10 ოქტომბრამდე არ გვიპასუხებს, გავუშვებთ კლიპებს სააკაშვილის მონაწილეობით

Published on

 გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია წერს, რომ ტელეკომპანიამ მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და კომუნიკაციების კომისიას, რომ დართონ ნება ბადეში ჩასვან ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს საარჩევნო კლიპები, რომელშიც მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობს, რომელსაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა. 

ენმ-ს რეკლამა ხელშემწყობი წინასაარჩევნო აგიტაციაა, ხოლო ევროპული საქართველოსა კი ხელშემშლელი, იგივე ანტირეკლამა. 

“კანონით საარჩევნო რეკლამა გულისხმობს როგორც ხელშემწყობ, ისე ხელშემშლელ რეკლამას და სრულიად ანალოგიურად განიხილავს ორივეს და, შესაბამისად, მათში უცხო ქვეყნის მონაწილეობის საკითხს”. – წერს ნიკა გვარამია. 

მთავარი არხის გენერალური დირექტორის განცხადებით, ნორმატიული რეგულაციის ბუნდოვანების გამო, ტელეკომპანიამ ეთერში არ განათავსა არც ერთი და არც მეორე საარჩევნო კლიპი, რითიც, მისივე განმარტებით, თავი დაიზღვია იმისგან, რომ მათ წინააღმდეგ “ნეგატიურად მიკერძოებული და არაერთი უკანონო გადაწყვეტილების გამომტანი მარეგულირებელი კომისიისთვის” მაღალი ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობა არ მიეცათ. 

“ორივე პარტიამ გააპროტესტა ეს ფაქტი. მათი არგუმენტები ჩვენთვის გასაგებია, რის გამოც წერილობით მივმართეთ კომისიასა და ცესკოს და მოვითხოვეთ შესაბამისი ნორმების განმარტება. გვიპასუხა ცესკომ და მიგვითითა კანონზე და გადაგვამისამართა მარეგულირებელ კომისიასთან, გვიპასუხა მარეგულირებელმა კომისიამაც”. – წერს ნიკა გვარამია. 

საპასუხო წერილებში, რომელსაც არხის გენერალური დირექტორი ასაჯაროვებს, ცესკო მიუთითებს კანონის იმ ნორმაზე, რომლის მიხედვითაც, წინასაარჩევნო რეკლამაში აკრძალულია უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა. იმავე წერილში ცენტრალური საარჩევნო კომისია მიუთითებს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის ჰ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, “წინასაარჩევნო აგიტაციას წარმოადგენს ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ”. 

ხოლო, რაც შეეხება მარეგულირებელი კომისიის პასუხს, ორგანო პრაქტიკულად არ სცემს პასუხს დასმულ შეკითხვას და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ამას კომისიის მხრიდან შეფასება და მსჯელობა სჭირდება

ნიკა გვარამიას განმარტებით, ვინაიდან ორი კომპეტენტური ორგანოსგან ვერ მიიღეს კონკრეტული შინაარსის შემცველი პასუხი, მთავარი არხი კიდევ ერთხელ და ამჯერად საჯაროდ მიმართავს მარეგულირებელ კომისიას, სათანადოდ ირეაგიროს და აღასრულოს კანონით ექსკლუზიურად მისთვის მინიჭებული ნორმის განმარტებისა და ბუნდოვანების აღმოფხვრის უფლებამოსილება. 

ხოლო, თუკი 10 ოქტომბრამდე კომისია “კონკრეტული შინაარსის შემცველ პასუხს” არ გასცემს არხს, ტელეკომპანია ორივე კლიპს ეთერში განათავსებს. 

მთავარი არხი იმოქმედებს აღმატებული საჯარო ინტერესის შესაბამისად (მოსახლეობის მაქსიმალური წინასაარჩევნო ინფორმირება შემჭიდროვებულ ვადებში), სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ გადაწყვეტს აღნიშნულ საკითხს და 10 ოქტომბრიდან ეთერში განათავსებს ორივე სახის კლიპს”. – დაწერა ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...