მთავარისიახლეებიპოლიტიკასოსო გოგაშვილი ,,ქართულ ოცნებას''ტოვებს

სოსო გოგაშვილი ,,ქართულ ოცნებას”ტოვებს

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ადასტურებს, რომ პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს.  .

„ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მქონდა პირადი საუბარი და გადავწყვიტე დავტოვო პარტია. მას ავუხსენი წამოსვლის მიზეზები, რასაც პარტიის თავმჯდომარე გაგებით შეხვდა და წარმატებები მისურვა. საზოგადოებისთვის განმარტებებს უახლოეს მომავალში გაკეთებ“, – აცხადებს გოგაშვილი.

სად გააგრძელებს საქმიანობას სოსო გოგაშვილი და უკავშირდება თუ არა მისი გეგმები პოლიტიკას, აღნიშნულთან დაკავშირებით ის ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ ამ საკითხზე მომავალში ისაუბრებს.

გოგაშვილის წასვლაზე პარტიიდან ჟურნალისტების თხოვნით დღეს კომენტარი გააკეთა პრემიერმა გიორგი გახარიამ. “საერთოდ არ მაინტერესებს, რა დატოვა, ან სად წავიდა სოსო გოგაშვილი, მიზეზი საერთოდ არ მაინტერესებს და არ ვიცი, საიდან უნდა ვიცოდე?”, — განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილი „ქართულ ოცნებაში“ მონიტორინგის, კოორდინაციის და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...