მთავარისიახლეებისაზოგადოებამესტიაში სესხების პროცენტის გარეშე გადავადების მოთხოვნით აქცია გაიმართა

მესტიაში სესხების პროცენტის გარეშე გადავადების მოთხოვნით აქცია გაიმართა [Video]

Published on

მესტიის მერიასთან ადგილობრივების ნაწილი შეიკრიბა და სესხების უპროცენტო გადავადება მოითხოვა.

მათი თქმით, ტურიზმი, რომელიც მათი შემოსავლის მთავარი წყაროა, წლევანდელ სეზონზე კორონავირუსის პანდემიის გამო ჩავარდა და ისინი საბანკო ვალდებულებებს ვერ ასრულებენ.

მესტიელები დღეს თბილისში გამართულ აქციას შეუერთდნენ და ხელისუფლებას მათი პრობლემის დაინტერესებისკენ მოუწოდეს.

აქციის მონაწილეებს მესტიის მერი შეხვდა. მისი თქმით, სახელმწიფომ ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგა, მათ შორის, პროცენტის სუბსიდირების, თუმცა, სესხების შეჩერება რთული პრობლემაა, რომელზეც მას პასუხის გაცემა არ შეუძლია.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...