მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, ჩვენ სხვებთან შედარებით ეფექტურად ვმართავთ პანდემიას'' - გიორგი გახარია

,, ჩვენ სხვებთან შედარებით ეფექტურად ვმართავთ პანდემიას” – გიორგი გახარია

Published on

ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ დავიცვათ წესები და დისციპლინა, ორი ინსტრუმენტი გვაქვს ვირუსის გავრცელების ტემპის შენელების. ხომ არ ვაჩერებთ, უნდა შევანელოთ. გაჩერება შეიძლება, თუ ისევ საგანგებო მდგომარეობას და ლოქდაუნს გამოვაცხადებთ. ორ კვირაში გავაჩერებთ, უპრობლემოდ. ეს რომ არ გვინდა, ამიტომ ვამბობთ, რომ ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია, გავუფრთხილდეთ, პირველ რიგში, მოხუცებს.  – განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

დღეს საქართველო რჩება მწვანე ქვეყანად – სხვებთან შედარებით ეფექტურად მართავს პანდემიის ეტაპს ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე. მწვანე ზონის სტატუსიც არ არის ახლა მთავარი განმსამზღვრელი ჩვენთვის. ჩვენ შეიძლება მწვანე ქვეყნის სტატუსი ხვალ დავკარგოთ, ზეგ ისევ მოვიპოვოთ…

უნდა გვესმოდეს, რომ იქ, სადაც შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ დისტანციურად მუშაობა. იქ, სადაც ჩვენი რომელიმე თანამშრომელი არის ინფიცირებულის კონტაქტი, რა თქმა უნდა, მას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, მაშინვე გადავიდეს თვითიზოლაციაში, მოვუწოდოთ, რომ გადავიდეს თვითიზოლაციაში.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და არ დაგვჭირდეს შეზღუდვების დაწესება, რომელიც ასევე სერიოზულ დისკომფორტსა და რისკებს შეუქმნის ეკონომიკის სწრაფ აღდგენას და, რა თქმა უნდა, მესამე, სწრაფად, ეფექტურად დავასრულოთ ეს საარჩევნო პროცესი, ჩავატაროთ ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე გამჭვირვალე არჩევნები პანდემიის პირობებში, საქართველოში.

.ცნობისათვის: 7 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5235 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 62 კი გარდაიცვალა.ასეთია ეფექტური მართვა გახარიას თვალსაზრისით

სიახლეები

სამოქალაქო ატივისტი თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს

თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს - სამოქალაქო ატივისტი, რომელსაც სასამართლომ დღეს ტროტუარზე დგომის გამო 2...

ახალი ნარკოტიკები, ზედოზირება, სიკვდილიანობა – სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული შეშფოთება იზრდება. ნარკოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში იზრდება როგორც ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, ისე...

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...