მთავარისიახლეებიპოლიტიკაუზენაესი სასამართლო ჭაობშია - ოპოზიცია პეტერ სატანოს განცხადებას ეხმაურება

უზენაესი სასამართლო ჭაობშია – ოპოზიცია პეტერ სატანოს განცხადებას ეხმაურება

Published on

გია ვოლსკის აზრით, “სასამართლო შედგა და მსოფლიოში პირველ ოცეულშია“.

,,არის რაღაც ნიუანსები, რაც ბოლომდე გათვალისწინებული არ არის და ვენეციის კომისიას ასეთი აზრი აქვს – მას აქვს რეკომენდაცია გარკვეულ ნიუანსზე, რაც ქართულმა მხარემ არ შეასრულა და იმედს გამოთქვამენ, რომ შემდეგი პარლამენტი ამ რამდენიმე ნიუანსს გაითვალისწინებს. ამ ვითარების დრამატიზირებას არ მოვახდენდი. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც რეიტინგები ქვეყნდება, საქართველოს სასამართლო ბევრ დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოზე მაღალ მაჩვენებელს აჩვენებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

კატეგორიულად განსხავებული აზრი აქვს ოპოზიციას.

სერგი კაპანაძის თქმით, ამ ჭაობიდან ამოსვლას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რაც გულისხმობს უმაღლეს ინსტანციაში უცხოელი მოსამართლეების მოწვევასა და დიდი საქმეების გადასვლას ნაფიც მსაჯულებზე.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართული ოცნება“ დგამს ნაბიჯს, რომლის ამოცანა არის, რომ სასამართლო ბოლომდე მოაქციოს ოლიგარქის კონტროლის ქვეშ და კლანის კონტროლის ქვეშ. ამ ნაბიჯების გადადგმის დროს ისინი არაფრად აგდებენ საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს, არც ვენეციის კომისიას უსმენენ, არც ელჩებს, არც ევროპარლამენტარებს და არც ამერიკის კონგრესს. სწორედ ამიტომაა, მათ შორის, რომ ბოლო პერიოდში ძალიან დიდი კრიტიკა მოდის საქართველოს მიმართ ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს.

განცხადებაში ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...