მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში გმირთა მოედანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი პირი კი...

თბილისში გმირთა მოედანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი პირი კი დაშავდა

Published on

გმირთა მოედანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი პირი კი დაშავდა. 

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ერთს თავის ტვინის შერყევა და სხეულის ზედაპირული ტრავმები აქვს, მეორეს კი ნეკნის მოტეხილობა, იმავე მხარეს ფილტვის დაჟეჟილობა და სხეულის მრავლობითი ზედაპირული ტრავმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა ბოძს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სიახლეები

სამოქალაქო ატივისტი თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს

თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს - სამოქალაქო ატივისტი, რომელსაც სასამართლომ დღეს ტროტუარზე დგომის გამო 2...

ახალი ნარკოტიკები, ზედოზირება, სიკვდილიანობა – სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული შეშფოთება იზრდება. ნარკოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში იზრდება როგორც ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, ისე...

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...