მთავარისიახლეებიპოლიტიკამუშკეტერი რიშელიეს შეუდრკა?თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობიდან გადადგომა გადაიფიქრა

მუშკეტერი რიშელიეს შეუდრკა?თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობიდან გადადგომა გადაიფიქრა

Published on

ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ დაადასტურა, რომ გადადგომას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

“მქონდა ჩემი პირადი მოსაზრებები და ყველა ადამიანს აქვს პირადი მოსაზრებები. არ არის იშვიათი, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ ხომ არ ჯობია, რომ გადადგეს. თუ რატომ — არ დავაზუსტებ. გადაწყვეტილება შევცვალე იმიტომ, რომ ჩავთვალე, ახლა, როცა არის შემთხვევების მატებაა და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევების მატებას არ მოჰყვეს სიდკვილიანობის მატება, ჩემი გადადგომა არ იქნებოდა კარგი, რამეთუ მე ვარ კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი და ვახორციელებ კოორდინაციას ქვეყანაში ყველა პაციენტის მკურნალობასა და მოვლაზე”, — განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, არაერთხელ შეხვდა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, მაგრამ ამ შეხვედრებს მისი გადაწყვეტილების გადაფიქრებასთან კავშირი არ ჰქონია.

თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს იმასაც, რომ გადადგომა სხვა დროსაც სცადა. მაშინ ამ გადაწყვეტილების მიზეზი კლინიკის შენობა იყო. მისი თქმით, კლინიკის ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაში იყო და მოთხოვნა ჰქონდათ, რომ მიეღოთ ახალი შენობა

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...