მთავარისიახლეებისაზოგადოებამასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სოფიო გოგოხია გახდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სოფიო გოგოხია გახდა

Published on

2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სოფიო გოგოხია გახდა.საჯარო სკოლა სამეგრელოში, დაბა ჩხოროწყუში მდებარეობს.

განათლების კოალიციის ინფორმაციით, მას ფულადი პრიზის სახით კამპანიის გენერალურმა სპონსორმა, “გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა” 10 000 ლარი გადასცა.

გამარჯვებული 5 ფინალისტიდან გამოვლინდა.

ჩხორწყუში გამორჩეულ მასწავლებელზე ამბობენ, რომ იგი მუდმივად ცდილობს, მოსწავლეებს სხვადასხვა მეთოდით შეაყვაროს კითხვა, წერა, კინოხელოვნება, მუსიკა, მითების სამყარო. ამაში სკოლაში ჩამოყალიბებული კლუბები ეხმარება, რომელშიც ის მოსწავლეებთან ერთად თამაშობს, კითხულობს, საუბრობს, ხელს უწყობს მოსწავლეებს სხვადასხვა  პროექტის განხორციელებაში, ხატავს, უყურებს ფილმებს, მღერის, ცეკვავს როკენროლის საათის დროს ან ჩაის დღეზე საუბრობს ათას რამეზე ფინჯნით ხელში. ეს  სივრცე თავისუფალია და ის სხვა სკოლის მოსწავლეებსაც ხშირად მასპინძლობს.   მოსწავლეები ერთმანეთს უმეგობრდებიან, წარადგენენ წაკითხულ წიგნებს, თავად აღნუსხავენ საკლასო ბიბლიოთეკის წიგნებს (სოფიომ მოსწავლეებს 70-მდე წიგნი პირადი ბიბლიოთეკიდან აჩუქა, მას მოსწავლეებმაც მიბაძეს და კლასებში  კარგი   ტრადიცია დაინერგა), წაკითხული წიგნისთვის ხატავენ ილუსტრაციებს, წერენ რეცენზიებს, აანალიზებენ ფილმებს, აწყობენ ცეკვის საათებს, ეჯიბრებიან ერთმანეთს „ვეფხისტყაოსნის“ ლოტოს თამაშში.     სოფიო წარმატებით აგრძელებს სკოლის ტრადიციას, მისთვის არ არსებობს ყოფილი მოსწავლე, კურსდამთავრებულები მასთან ინარჩუნებენ კავშირს, რაც ხშირად, სკოლაში მოსწავლეებთან და კოლეგებთან ერთად საინტერესო  პროექტების  განხორციელების საშუალებას უზრუნველყოფს.

სოფიო   ქალთა საინიციატივო ჯგუფის ლიდერია, რომელიც სტრატეგიული  კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ დაფინანსებულ პროექტებს ახორციელებს.  პროექტებიდან აღსანიშნავია „ლიტერატურული ოდა“, რომელიც მეშვიდე წელია გრძელდება და თემში წიგნიერების განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს. უნდა აღინიშნოს კინოკლუბის „დუბლი“ საქმიანობა. „დუბლი“ 4 წელზე მეტია სკოლაში და   მართავს კინოჩვენებებს,   დისკუსიებს, მასპინძლობს სტუმრებს, ესწრება კინოფესტივალებს, მასტერკლასებს, ჩართულია ეროვნული კინოცენტრისა და განათლების სამინისტროს ერთობლივ პროექტში „კინო სკოლაში“.  „დუბლს“ საერთაშორისო კინოფესტივალ „სინედოკზე“ წლებია იცნობენ და გასულ ზაფხულს ორკვირიანი საზაფხულო კინოსკოლის დახურვაზე ესტუმრნენ კიდეც `CineDOC`-ის დირექტორი და კოორდინატორები.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...