მთავარისიახლეებიპოლიტიკამთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა ჩავარდა. ,,გამოსავალი არის ახალი ძალების მოსვლა“ - მამუკა...

მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა ჩავარდა. ,,გამოსავალი არის ახალი ძალების მოსვლა“ – მამუკა ხაზარაძე

Published on

გაუგებარია, როდესაც დღეში კორონავირუსის 15 შემთხვევაზე კეტავ მთელს ქვეყანას და ჩაკეტილი ქვეყნის პირობებში გაქვს 500 შემთხვევა. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ანტიკრიზისული პროგრამა ვერ გაატარეს, – ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ქვეყანაში კოვიდინფექციის მომატებულ მაჩვენებლებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ეშინია ადამიანების აქტიურობის არჩევნებზე, რაც მათი საბოლოო დამარცხება იქნება.

„კითხვა ძალიან მარტივია, თუ ჩაგვკეტეს სახლში, როდესაც იყო 15 შემთხვევა, დღეს 500 შემთხვევაა და ამის არანაირი ლოკალიზება არ ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ეშინია ადამიანების აქტიურობის, მათ იციან, რომ აქტიურობა არჩევნებზე არის მათი საბოლოო დამარცხება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არჩევნების დღე ჩატარდეს ორგანიზებულად და მოვუწოდოთ ყველას, რომ მათი ერთი ხმა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ ქვეყნის ბედი შეიცვალოს.

გაუგებარია, როდესაც დღეში 15 შემთხვევაზე კეტავ მთელს ქვეყანას და ჩაკეტილი ქვეყნის პირობებში, გაქვს 500 შემთხვევა, ეს ნიშნავს, რომ მათ ვერც ანტიკრიზისული პროგრამა გაატარეს. არ შეიძლება როდესაც არაპროფესიონალები მართავენ ქვეყანას მათ რაღაც გამოუვიდეთ, ამიტომ გამოსავალი არის მათი სასწრაფოდ გასტუმრება და ახალი ძალების მოსვლა,“ – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ  

სიახლეები

გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია

ავადმყოფობის შემდეგ, 78 წლის ასაკში, გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. 24 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან...

“ევროპარლამენტი თვითონ არის სანქცირებული” – ზარქუა

ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ...

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა

თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს...

შვილებთან კონტაქტს მიკრძალავენ – ალეკო ელისაშვილი

ერთი წელი სრული იზოლაციის პირობებში - მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი პატიმარი ალეკო ელისაშვილი წერს,...