ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალი, სადაც ის კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობს, რამდენიმე წუთით დატოვა. იგი მანქანიდან იქ შეკრებილ მხარდამჭერებს მიესალმა და საავადმყოფოში დაბრუნდა
ამას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა და სოციალურ ქსელებში გამოხმაურება მოჰყვა.
საავადმყოფოს ექიმმა მისი ეს ქმედება უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის საჯაროდ გამოჩენის სურვილს, არაერთი ადამიანის ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება შეუძლია.
“ყველას , ვინც პრეზიდენტის ამ სრულიად არა საჭირო მგზავრობის დროს მანქანაში იმყოფებოდა, 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს. ამ პოლიტიკური თეატრის გამო, ისინი შესაძლოა ავად გახდნენ, დაიღუპონ. ეს სიგიჟეა”, — აღნიშნა მან.