მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის

ბიძინა ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის

Published on

“31 ოქტომბერს ყველაფერს გაეცემა სათანადო პასუხი. ყველაზე მდიდარი ადამიანის ხელში ღარიბი, შემდეგ გაღატაკებული საქართველოს მოქალაქე, ბიულეტენით შეიარაღებული 31 ოქტომბერს დაამარცხებს ყველაზე მდიდარ ადამიანს. ღარიბი, ღატაკი დაამარცხებს ყველაზე მდიდარ მოქალაქეს, რომელმაც ცინიზმის გარდა არაფერი ასხივა ამ 8 წლის განმავლობაში. 31 ოქტომბერს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ მოექცევა ნორმალურ კალაპოტში. ქვეყნის განვითარება გადავა სხვა ეტაპზე. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული იმიტომ, რომ მეფედ, ფაშად ამ სახელმწიფოს მესამე ვადით ვერავინ ვერსადროს მოაჯდება. ამიტომ  ბიძინა ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის და ხალხი განწირულია გამარჯვებისთვის”,-“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მარნეულში განაცხადა, სადაც “ნაცმოძრაობა” აქციას მართავს.

ვერაფერი გიშველით, ვერც ფული, ვერც ინტრიგები, ვერც ადმინისტრაციული რესურსები. „ქართული ოცნება” მიდის ისტორიულ სანაგვეში“, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ  რომან გოცირიძემ მარნეულში განაცხადა, სადაც “ნაცმოძრაობა” აქციას მართავს.

“ამ ხელისუფლების მთავარი იარაღი არჩევნებში იყო ძალადობა, დაშინება, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, გაყალბება, დაიწყეს მათი ნაცადი იარაღის ამოქმედება. პირველი მათი შემონახული ბოროტი იარაღი არის ძალადობა დაშინების მიზნით. ამოცანა კი არ იყო, გასწორებოდნენ ორ აქტივისტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საარჩევნო კამპანიის დროს, ეს იყო საჩვენებელი აქცია იმისთვის, რომ მარნეულში ხალხს დაენახა – ამ ადამიანებს, რომელთა უკან დგას პარტიული ლიდერები, როდესაც ასე ვუსწორდებით, თქვენ, მასწავლებლებო, საჯარო მოხელეებო ხომ 100-ჯერ უარესი მოგივათ. იყავით სახლში ჩუმად და მიდით არჩევნებში და ცხვრებივით ჩაყარეთ ხმები “ქართული ოცნების” ყულაბაში. ნურას უკაცრაცად. პირიქით- ამან გამოიწვია მთელი საზოგადოების აღშფოთება”,- განაცხადა რომან გოცირიძემ

სიახლეები

სამოქალაქო ატივისტი თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს

თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს - სამოქალაქო ატივისტი, რომელსაც სასამართლომ დღეს ტროტუარზე დგომის გამო 2...

ახალი ნარკოტიკები, ზედოზირება, სიკვდილიანობა – სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული შეშფოთება იზრდება. ნარკოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში იზრდება როგორც ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, ისე...

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...