მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,არ ვაპირებ მოლაპარაკებებზე პუტინს "ოკუპანტი" ვეძახო - ტონის შერბილებით უფრო...

,,არ ვაპირებ მოლაპარაკებებზე პუტინს “ოკუპანტი” ვეძახო – ტონის შერბილებით უფრო მეტ შედეგს მივაღწევ” – ნინო ბურჯანაძე

Published on

ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ არ აპირებს მოლაპარაკებებზე ვლადიმერ პუტინს “ოკუპანტი” ეძახოს. მას ჰგონია, რომ ტონის შერბილებით ის უფრო მეტ შედეგს მიაღწევს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

“პუტინს რომ შევხდეები, რა ვუთხრა, როგორ მივესალმო? თქვენ რა გინდათ, პუტინს რომ შევხვდები, რა ვუთხრა, აი, შენ რომ ოკუპანტი ხარ, იმიტომ ჩამოვედი, რომ გელაპარაკო და ქვეყნიდან გაგაგდო შენი ჯარიანა-თქო? ასე იწყება, თქვენი აზრით?

…მე არ ვიგინები ზოგადად და ზუსტად იმიტომ, რომ არ ვიგინები და ვარ დიპლომატი და ვარ პოლიტიკოსი, ზუსტად ამიტომ არ შევაგინებ არც პუტინს და არც სხვას, ვინც არ უნდა იყოს. ზუსტად ამიტომ, მოლაპარაკებაზე ჩასული “შენ ოკუპანტო-თქო” ასე არ დავიწყებ მოლაპარაკებას და შედეგსაც მივაღწევ. ვინც იძახდა ოკუპანტი, ოკუპანტიო, თვითონ გაქცეულია და საქართველოს ტერიტორიის 20% დაკარგული გვაქვს”, — განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც იგი ამბობს, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას დიპლომატიით აპირებს. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოს გაწევრიანება NATO-ში შეუძლებელია

სიახლეები

სამოქალაქო ატივისტი თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს

თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს - სამოქალაქო ატივისტი, რომელსაც სასამართლომ დღეს ტროტუარზე დგომის გამო 2...

ახალი ნარკოტიკები, ზედოზირება, სიკვდილიანობა – სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული შეშფოთება იზრდება. ნარკოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში იზრდება როგორც ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, ისე...

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...