მთავარისიახლეებიპოლიტიკათენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს?

თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს?

Published on

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს.

თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მედიამ დღეს შეკითხვით მიმართა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასაც. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თენგიზ ცერცვაძე აჭარაში უახლოს დღეებში ვიზიტს გეგმავს, რათა ეპიდვითარებას ადგილზე გაეცნოს.

„ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს. ამ ინფორმაციას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა ერთი ვიცი, რომ ბატონი თენგიზი ემზადება ბათუმში ვიზიტისთვის. ვიცი, რომ აპირებს ამ დღეებში ჩამოსვლას, როგორც ქალბატონი მარინა ეზუგბაია იყო ჩამოსული”, – აცხადებს გაბუნია.

სიახლეები

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...