მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში კორონავირუსით 33-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 33-ე პაციენტი გარდაიცვალა

Published on

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 33 -მდე გაიზარდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 33-ე პაციენტი, 55 წლის ქალია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქალს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„პაციენტი რამდენიმე დღის წინ ჰოსპიტალიზებული იყო რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. კლინიკაში შეყვანისთანავე მისი მდგომარეობა რთულად შეფასდა, რადგან სერიოზული თანხმლები დაავადებები ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. ყველა ღონისძიება გატარდა, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ნონა ეფაძემ.

სიახლეები

ჩვენ შევაჩერებთ სახელმწიფო მედიასაშუალებების მუშაობას – მადიარი

უნგრეთის მომავალმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ შეწყვეტს სახელმწიფო მედიასაშუალებების მაუწყებლობას და მოამზადებს მედიარეფორმას,...

სასკოლო ფორმები საქართველოში – დიზაინის ესკიზი ცნობილია

როგორი იქნება სასკოლო ფორმები საქართველოში - დიზაინის ესკიზი ცნობილია. ფოტოებს Interpressnews ავრცელებს. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით,...

ზუგდიდში პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების მოქმედება სრულად აღადგინა

აშშ-მა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების სრულმასშტაბიანი მოქმედება აღადგინა — ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...