მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს გაანახლებენ

ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს გაანახლებენ

Published on

საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს განაახლებენ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„19 ოქტომბრიდან, აჭარის გარდა ყველგან, სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები არა დისტანციურად, არამედ აუდიტორიებში განაახლებენ თავიანთ ფუნქციონირებას. ეს არის ეტაპობრივი, ანუ ჩვენ ძალიან დეტალურად ვაკვირდებით და ადაპტაციის პროცესის ეტაპების გათვალისწინებით არის ეს თარიღები შერჩეული. 12 და 19 ოქტომბერი ორივე არის ორშაბათი და ეს ეტაპობრივად მოხდება, მოსწავლეების და, შესაბამისად, სტუდენტების დაბრუნება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა აქვე განმარტა, VII-XII კლასების მოსწავლეებთან დაკავშირებით, რომლებიც 4 დიდ ქალაქში, ისევ დისტანციურად აგრძელებენ სწავლას, გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში აცნობენ საზოგადოებას.

“პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ბრუნდებიან სკოლაში პირველი ოქტომბრიდან და მე–7 მე–12 კლასის მოსწავლეებთან დაკავშირებით, ჩვენ ახლო მომავალში გავაკეთებთ განცხადებას”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აჭარის გარდა ყველგან საბავშვო ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს 12 ოქტომბრიდან განაახლებენ.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...