მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთიდან დევნილმა სკოლის მოსწავლემ სოხუმის დაცემის დღეს ფოტოგამოფენა მიუძღვნა

აფხაზეთიდან დევნილმა სკოლის მოსწავლემ სოხუმის დაცემის დღეს ფოტოგამოფენა მიუძღვნა

Published on

“მარის სივრცემ“  სოხუმის დაცემის დღეს ფოტოგამოფენა მიუძღვნა. აფხაზეთიდან დევნილმა სკოლის მოსწავლე მარიამ ნარმანიამ ეს სივრცე თანატოლებისთვის პანდემიის დროს შექმნა, სადაც პირბადეებით თავად უზრუნველყოფდა  შემოსულ სტუმრებს და ასევე  ჯანდაცვის რეკომენდაციის დაცვით იღებდა მსურველებს. ისინი ხატავდნენ, ასრულებდნენ სხვადასხვა, მათთვის სასურველ სამუშაოს, ასევე  ინტერნეტით სარგებლობდნენ და დღემდე ასეა. „ამ სივრცეში ახალაზრდებს შეუძლიათ ონლაინ ლექციებისთვის გამოიენონ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. დღევანდელი გამოფენა კი დაათვალიერეს ვინც გაიგო და მათ შორის გამოვყოფდი ასაკში შესულ  ერთ დევნილს, რომელმაც სურვილი გამოთქვა ლექსიც წაეკითხა აფხაზეთზე. მან თავი ვერ შეიკავა და იტირა კიდევაც.“- უთხრა „ოდიშინიუსს“ მარიამ ნარმანიამ.  გამოფენის დათვალიერება ონლაინპლატფორმაზეც იყო შესაძლებელი : „ ვინც ვერ მოახერხა მოსვლა და დათვალიერება, მათ ზუმის მეშვეობით მოახერხეს ჩართულიყვნენ, სადაც ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, რომ ვაპირებ მსგავში ჩართვების საშუალებით შემოვიერთო აფხაზეთში მცხოვრები ქართველი და აფხაზი ხელოვნების მოყვარული ახალგაზრდა თაობა“- ამბობს მარიამი.

ფოტოები, რომლებიც გამოიფინა, აფხაზეთის ომს უკავშირდება. ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახულია ენგურზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მარის თქმით, მამამისია: „ამ  ყოფაში 17 წელი მომიწია ყურება და ასე გავიზარდე. მიუხედავად ამისა, არ გამაჩნია შური და ბოღმა აფხაზების მიმართ და მე მათ შერიგების ხელს გავუწოდებდი. ჩვენ ქართულ-აფზახური შერეული ოჯახი გვაქვს და მუდამ მტკივა ჩემი აფხაზეთი“- გვითხრა მარიამმა. „მარის სივრცეში“ გამოფენა ერთ კვირას გაგრძელდება.

სიახლეები

სამოქალაქო ატივისტი თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს

თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს - სამოქალაქო ატივისტი, რომელსაც სასამართლომ დღეს ტროტუარზე დგომის გამო 2...

ახალი ნარკოტიკები, ზედოზირება, სიკვდილიანობა – სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული შეშფოთება იზრდება. ნარკოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში იზრდება როგორც ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, ისე...

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...