მთავარისიახლეებიპოლიტიკანაციონალური მოძრაობა არ დაუყენებს ზურაბ ჯაფარიძეს კონკურენტს დიდუბე- ჩუღურეთის ოლქში

ნაციონალური მოძრაობა არ დაუყენებს ზურაბ ჯაფარიძეს კონკურენტს დიდუბე- ჩუღურეთის ოლქში

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინათინ ბოკუჩავა ფორმულას კითხვას, დაუყენებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა ზურაბ ჯაფარიძეს კონკურენტს დიდუბე ჩუღურეთის ოლქში, პასუხობს, რომ “არა”. მისივე თქმით, არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ხოლო მწვავე დისკუსია და მსჯელობა ნორმალურია.

“არ არსებობს ამგვარი დაპირისპირება. შეიძლება იყოს მწვავე ეთერები, მწვავე დისკუსია, მწვავე მსჯელობა, იმიტომ რომ ყველას გვაქვს განსხვავებული აზრის უფლება და ჩემი აზრით, ეს არის ნორმალური, მაგრამ არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ამ არჩევნებში შევდივართ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, იმისთვის, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს”.

გუშინ, 25 სექტემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა გირჩის ლიდერსა და დიდუბე-ჩუღურეთში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს მიმართა, რომ უპრიანი იქნება, თუ ის ბოდიშს მოიხდის თავის განცხადებაზე: “ჩემთვის არ არის საინტერესო, რას ფიქრობენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები”.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები.

“ამ პოზიციაზე ვარ დღესაც და არაფერზე ბოდიშს არ ვიხდი, იმიტომ, რომ ბოდიში არაფერზე მაქვს მოსახდელი”. – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

სიახლეები

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...