ვინ არის ,,სახედრის ხმაზე მოყროყინე აბსოლუტური ნული” და რა ნიშნულზეა ,,ოცნების” მხარდამჭერთა პოლიტიკური კულტურა?

0
389

ნანუკა ჟორჟოლიანს გაშლილი ფრონტით შეუტიეს/.

ახალგაზრდა პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ნანუკა ჟორჟოლიანის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენას ეხმაურება.

“კორესპონდენტად მუშაობის დროს გამოირჩეოდა უნიჭობით, უჭკუობით, გაუნათლებლობით, თავხედობითა და თავზეხელაღებულობით. ყურადღება ზღვარგადასული ისტერიულობითა და მუხრუჭის არქონით მიიქცია.
შემდეგ, როცა მთელს ქვეყანას უჭირდა, ხალხს ქუჩაში კლავდნენ და ციხეებში აწამებდნენ, არჩევნებს აყალბებდნენ, ტელევიზიებს არბევდნენ, გადაცემა მიჰყავდა გამოჩენილი ადამიანების ბანდაჟებისა და საცვლების შესახებ; რეიტინგის მოსაპოვებლად მზად იყო პედოფილიის მსხვერპლნი ეთერში გამოეყვანა “დისკუსიისათვის” … ჯანსაღ ადამიანს თავში რომ არ მოუვა, ის იდეები მოსდიოდა და ახორციელებდა კიდეც ყველას თვალწინ… ამ მდაბიო სფეროში დაწინაურებაც კი თავად ვერ შეძლო, ქურდებთან და მაფიოზებთან ოჯახური კავშირებით, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მიერ სხვათა დაშინებით, ანგარებით შეაკოწიწა თავისი სამარცხვინო გადაცემა.
ზოგიერთი მისი ქომაგი იმასაც აცხადებს, რომ ეს არსება თურმე ნახევარ საქართველოს ოჯახის წევრად მიაჩნია. შემირცხვენია ის ოჯახი, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანს თავის წევრად მიიჩნევს !!!
დღეს ტელეეკრანებიდან სახედრის ხმაზე მოყროყინე აბსოლუტური ნული საქართველოს ყველაზე გამორჩეული, ჩემთვის ძვირფასი და ჩემი ბებია-ბაბუებისთვის მშობლიური კუთხის – დასავლეთ იმერეთის (ვანი, ხონი, წყალტუბო, სამტრედია) დეპუტატობას აპირებს!
დაუშვებელია! სირცხვილია! ეს რა არის!“- წერს ლევან ლორთქიფანიძე.

მსგავს გამოხდომებს ნანუკა ჟორჟოლიანი თავშეკავებითა და მოთმინებით პასუხობს:

არ ვაპირებ ლანძღვა-გინებაზე პოლიტიკის აგებას, რაზეც ქართული პოლიტიკა ბოლო დროის განმავლობაში დგას. ჩემი ამბიციაა ქართველ პოლიტიკოსებს დავანახო, რომ ლანძღვის, თათხვის და ხელის დადების გარეშეც, აბსოლუტურად სხვა კამპანიით შეიძლება ამომრჩევლების გულებამდე მისვლა. თუ ღირსეულად წავაგებ და მივხვდები, რომ ნამდვილად წავაგე, ხელს ჩამოვართმევ ჩემს ოპონენტს, წავალ და გავაგრძელებ ხალხის დახმარებას საიდანაც ვეხმარებოდი. ჩემი ამოცანა არ არის პოლიტიკაში მოსვლა, ჩემი ამოცანაა ერთით მეტ ოლქში არჩევნები წავაგებინო დღევანდელ ხელისუფლებას. მე ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებთან შემხებლობა არ მაქვს“, – აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

წინა სტატიადავით ფურცხვანიძე ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიადაინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი -296 შემთხვევა ბოლო 24 საათში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური