მთავარისიახლეებიპოლიტიკარას გვპირდება ვახტანგ გომელაური?

რას გვპირდება ვახტანგ გომელაური?

Published on

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ ყველა უკანონო ქმედებაზე ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხშირად ხდება განცხადებების გაკეთება, რომ თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეებს არ იძიებს.

„ვერ დამისახელებთ ვერც ერთ არჩევნებს, რომლის მიმდინარეობისას არ ყოფილა განცხადებები, რომ თითქოს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხდება თავდასხმა, არ იძიებს პოლიცია დანაშაულებებს, ამაში ჩართულია მმართველი ძალა და ასე შემდეგ – ამ ტიპის განცხადებები ყოველი არჩევნების დროს კეთდება. მე ვერც ერთ საქმეს ვერ მეტყვის ვერავინ, რომ არ მოხდა რეაგირება და არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ყველა საქმეზე ხდება რეაგირება და სამართლებრივად როგორ შეაფასებს სასამართლო, აქედან გამომდინარე ხდება დამნაშავეთა დასჯა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში თუ რაც დასჭირდება არჩევნებს ყველა საქმეზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება“, – განაცხადა გომელაურმა.

გარდა ამისა, შს მინისტრი აღნიშნავს, რომ პარტიების წევრების მიმართ განხორციელებულ შანტაჟის საქმის გამოძიებაში პროკურატურაც ჩართულია.

„ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ იტყვის, რომ ჩვენ რეაგირება არ მოვახდინეთ, არ დავიბარეთ არ გამოვკითხეთ. ეს არ არის მარტივი თემა, როდესაც პარტიების წევრებს აშანტაჟებენ და ამიტომ ჩვენთან ერთად ჩართულია პროკურატურა და მაქსიმალურად გვინდა, რომ გამოვავლინოთ ეს თემა“, – განაცხადა მინისტრმა

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...