მთავარისიახლეებიპოლიტიკაკელი დეგნანი: „ძალიან კარგია, რომ უკანონოდ დაკავებულ ადამიანს გაათავისუფლებენ. რა თქმა უნდა,...

კელი დეგნანი: „ძალიან კარგია, რომ უკანონოდ დაკავებულ ადამიანს გაათავისუფლებენ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაკავებული გათავისუფლდეს”

Published on

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებას მიესალმება და იმედოვნებს, რომ სხვა დაკავებულებსაც გაათავისუფლებენ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის ფარგლებში გამართული შეხვედრები ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია.

„ძალიან კარგია, რომ უკანონოდ დაკავებულ ადამიანს გაათავისუფლებენ. ვიმედოვნებ, რომ ის თავს კარგად გრძნობს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაკავებული გათავისუფლდეს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის ფარგლებში გამართული შეხვედრები საკმაოდ ეფექტური მექანიზმია, რომლის შედეგადაც ამ ადამიანს გამოუშვებენ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაკავებული გათავისუფლდეს და ასეთი საკითხები გააქტიურდეს”, – განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 3 ივლისს დააკავეს. მას პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლებენ.

სიახლეები

სამოქალაქო ატივისტი თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს

თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს - სამოქალაქო ატივისტი, რომელსაც სასამართლომ დღეს ტროტუარზე დგომის გამო 2...

ახალი ნარკოტიკები, ზედოზირება, სიკვდილიანობა – სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული შეშფოთება იზრდება. ნარკოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში იზრდება როგორც ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, ისე...

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...