მთავარისიახლეებიკახა "გალსკი" რუსეთის ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს

კახა “გალსკი” რუსეთის ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს

Published on

“კახა გალსკი” რუსეთის ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს

კრიმინალური ავტორიტეტი გალელი კახაბერ ფარფალია რუსეთის ერთ-ერთი ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს.

მოკლეს თუ თავი მოიკლა მან,ამის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.ასევე ვრცელდება ინფორმაცია,რომ იგი ინსულტით გარდაიცვალა. ფარფალიას ნათესავები ზუგდიდში ცხოვრობენ და მათ მომხდარის შესახებ წუხელ შეატყობინეს.

ე.წ. კანონიერი ქურდი კახაბერ ფარფალია, მეტსახელად „კახა გალსკი“ მოსკოვში 2018 წლის დეკემბერში დააკავეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულს ჩხრეკისას კოკაინი და უკანონო იარაღი აღმოაჩნდა.

45 წლის კახაფარფალიას ქურდულ სამყაროში “კახა გალსკის” მეტსახელით იცნობენ. ბოლო პერიოდში მისი გავლენები საგრძნობლად გაიზარდა, როგორც რუსეთში, ისე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ფარფალია აკონტროლებდა ე.წ. ქურდულ “ობშიაკს”, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ივსებოდა.

კახა ფარფალია “კანონიერ ქურდად” 1999 წელს “მონათლეს”.

სიახლეები

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...

მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, დაკავებულია

მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, დაკავებულია - ინფორმაციას ამის შესახებ "ტვ პირველი" ავრცელებს. დაკავებული...

თუ ლევანის დღეს პატიმრობას მიუსჯიან, ბევრს შეეშინდება უკვე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება- ხაბეიშვილის დედა

"სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს, თუ ლევანის დღეს პატიმრობას მიუსჯიან და დატოვებენ პატიმრობაში დარწმუნებული...